საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72423

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს, ბორჩალოს მაზრის კომისრის, ლანდიას ცნობით, დაიწყო შეტაკებები ყაჩაღთა ორი ბრბოს წინააღმდეგ, რომელთაც ცნობილი ყაჩაღები მაჰმუდ სულეიმან-ოღლი და მაქსო მჭედლიშვილი მეთაურობდნენ, ისინი მხეცურად იქცეოდნენ და შიშის ზარს სცემდნენ მოსახლეობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ლონდონში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა დავით ღამბაშიძემ მიიღო ცნობა, რომ დენიკინი აპირებდა ამიერკავკასიაზე გამოლაშქრებას. ღამბაშიძემ მოლაპარაკება გამართა ლოიდ ჯორჯთან, რომელმაც აღუთქვა, რომ დენიკინის სვლას ამიერკავკასიისკენ მოკავშირეები შეაჩერებდნენ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ დააპატიმრა არშაკ სარქისოვი და გიგუა აზატოვი, რომლებმაც ტარიელ გვათუა გაქურდეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ შეიპყრო ნიკა სიყმაშვილის მკვლელები – დავით რამაზაშვილი და ანტონ მგალობლიშვილი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 1-ელი ივნისის ღამეს ავლაბარში სისხლის სამართლის მილიციის აგენტი ნიკა სიყმაშვილი მოკლეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ ყალბი ბონების გამსაღებელი სედრაკ პაპოევი შეიპყრო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ცნობილი ქურდი-რეციდივისტი ივანე ივანოვი (იგივე ცარიოვი), რომელსაც მრავალი ძარცვა ბრალდებოდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ივანე ანდრიას ძე გოგოკაშვილი, რომელიც 30000 მანეთის ღირებულების სახელმწიფო ნივთებს ჰყიდდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, სამტრედიის რკინიგზის მუშა-მოსამსახურეების ყრილობისგან, რომელსაც ი. კაკაბაძე თავმჯდომარეობდა, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავის აღმნიშვნელი მისალოცი დეპეშა მიიღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის ხელმძღვანელისგან, ალ. ლორთქიფანიძისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა მიიღო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე ლორთქიფანიძე ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის კომისარი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, მსახიობ ნინო პლატონის ასულ ჩხეიძეს 25 წლის სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნად ჯილდოდ მიეცა ჟეტონი (სახელმწიფო ღერბი) და 5000 მანეთი ათმილიონიანი ფონდიდან.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ივანე ივანეს ძე შმიდტი სოხუმის პირველი უბნის მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ევგენი ალექსანდრეს ძე ბელორუსოვი გორის უბნის სასამართლოს გამომძიებლის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იონა გიტოს ძე კიზირია შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოდპოლკოვნიკი ისრაფილ იედიგაროვი დაინიშნა ბორჩალოს მაზრის იაილაგათა (კოჩევების) მაზრის გამგედ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შულავერის კომისარ ბ. ოვანიანისგან დეპეშა მიიღო, რომელშიც ის სალამს უძღვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკდებლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ სადღესასწაულო დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ სომეხ-ქართველთა სამწუხარო კონფლიქტის მსხვერპლი შულავერელები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ბ. ოვანიანი შულავერის კომისარი იყო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ შეიპყრო მინას ასრიევი, მიკირტუმ მათეოსოვი, მათეოს მეტაფონოვი, კაჩ. ნახიშკაროვი, რომელთაც წ. ი. ზურაბოვს მოჰპარეს 2000 მანეთი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივნისს სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ფაჩულიამ მიიღო ცნობა, რომ გზათა სამინისტროს ავტონაწილებისა და მანქანათა საწყობში სისტემატურად ხდებოდა ქურდობა. ნაქურდალი მასალა 70000 მანეთზე მეტს შეადგენდა. ცნობების შეკრების შემდეგ საწყობის გამგე ჭიაბერაშვილი ქურდობაში გამოტყდა, რის შედეგადაც იგი დააპატიმრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში სასტუმრო „ორიენტში“ დ. ორბელიანმა თავის მოსაკვლელად რევოლვერი ისროლა და მძიმედ დაიჭრა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის კონსულმა მილიციას განუცხადა, რომ 25 მაისს სადგურიდან ბინაზე ბარგის გადატანის დროს მოჰპარეს 20000 მანეთად ღირებული ჩემოდანი. ეჭვის საფუძველზე შეიპყრეს ი. სიხარულიძე და მეტრეველი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისს, დღისით, მიხეილის ქუჩაზე სერაფიმა პემის ბინიდან 6300 მანეთის ღირებულების ვერცხლეულობა მოიპარეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისს, დღის სამ საათზე, ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ვ. დუდაევის ბინიდან 15 000 მანეთის ღირებულების ნივთები მოიპარეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ივნისს, ღამით, კირპიჩნი ქუჩის შესახვევში მდებარე ზ. რატიშვილის ბინიდან 15 000 მანეთი მოიპარეს.