საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72423

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პ. ზ. ფაჩულიამ სამსახურიდან დაითხოვა მილიციონერი უშიაროვი, რომელსაც მექრთამეობა ბრალდებოდა. ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ქალაქის გამგეობამ მიიღო თბილისის მილიციის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსის პ. ზ. ფაჩულიას განცხადება მილიციის რეორგანიზაციის შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს თბილისის მილიციის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსი პ. ზ. ფაჩულია მოქალაქეთა საყურადღებოდ აცხადებდა, რომ გადაუდებელი შემთხვევისა და მილიციონერთა უკანონო მოქმედებების დროს შეუძლიათ მიმართონ სამმართველოში, განოვის ქუჩა № 12, ბინა № 18. ტელეფონის ნომერი: სამმართველოსი 6-88, ბინის 1-11.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პ. ზ. ფაჩულია სისხლის სამართლის მილიციის უფროსად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში რუსთაველის გამზირზე მთვრალმა ჯარისკაცმა კორინთელმა შეურაცხყოფა მიაყენა ოფიცერ იოსავას და ხმლით გამოეკიდა. იოსავამ მას რევოლვერიდან ესროლა და შემთხვევით მეეზოვე ფედოევი დაჭრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში კ. ფოცხვერაშვილის მომღერალთა გუნდმა სახელმწიფო თეატრში კონცერტი გამართა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის მაისში გენერალ ილია ზაქარის ძე ოდიშელიძის განკარგულების თანახმად, ყველა ლაშქრის ოფიცერს და ჯარისკაცს სამსახურის გარეთ რაიმე სახის სასროლი იარაღის ტარება აეკრძალათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც სწერდა: მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც ამჟამად სომხეთშია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს კაპიტანი გოგავა ფოთიდან სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილებას სწერდა, რომ ქართული სამხედრო გემი „ტარიელი“ 26 მაისს ზღვაში ჩასაშვებად მზად იყო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, უყურადღებოდ დაეტოვებინათ მსჯავრდებულების: მეფარიშვილის, ნაკაიძისა და მიქაბერიძის შუამდგომლობა სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა სიიდან გარიცხეს ბორჩალოს მაზრის კომისარი ავქსენტი აფაქიძე, მისი ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ არჩევის გამო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოლიკარპე ლანდია ბორჩალოს მაზრის კომისრად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო განყოფილების უფროსი დავით გრიგოლის ძე ელიავა, თბილისის თვითმმართველობის სამსახურში შესვლის გამო, სამინისტროს მოხელეთა სიიდან ამოიღეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის გაზაფხულზე თბილისში გამართულ ამიერკავკასიის კოოპერატივთა ყრილობას დაესწრნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები – ცაგარელი, იაკობსონი, კალანდარიშვილი, სემიონოვი და სხვ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობამ დაამტკიცა განაჩენი მიქაბერიძის, ნაკაიძის და მეფარიშვილის სიკვდილით დასჯის შესახებ. პირველ ორს ბრალდებოდა ოზურგეთის ფოსტაზე თავდასხმა, ხოლო მესამეს – კომისრის თანაშემწის, ლანჩავას მკვლელობა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული რაზმის უფროსმა კედიამ დაატუსაღა ყალბი ფულის მომჭრელნი: ანტონ ხითაროვი და ფილიპე ნიკოლეიშვილი, რომელთაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდათ ყალბი ბონები და ქაღალდი მათ დასამზადებლად. დაკავებულებმა არ აღიარეს, სად იყო ყალბი ფულის დამამზადებელი მანქანა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაატუსაღეს მილიციონერი ივანე სიხარულიძე, რომელსაც ბრალად ედებოდა მკვლელობა და სხვა ბოროტმოქმედებანი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პ. ზ. ფაჩულიამ დააპატიმრა უფროსი მილიციონერი პ. პასტალოვსკი, რომელსაც ქრთამის აღება ბრალდებოდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იუსტიციის მინისტრის განკარგულებით ტერენტი გიორგაძე შორაპნის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ არჩევის გამო ქუთაისის ოლქის სასამართლოს პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ივნისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული ტფილისის გარნიზონის უფროსის აბელ მაყაშვილის ბრძანებით, სამსახურის გარეთ ხელწერილის გარეშე გასული ჯარისკაცებისთვის იარაღის აღმოჩენის შემთხვევეაში, ისინი დატუსაღდებოდნენ და იარაღი ჩამოერთმეოდათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ივნისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული თბილისის გარნიზონის უფროსის, აბელ მაყაშვილის ბრძანებით, ყველა რუსი ოფიცერი ვალდებული იყო მის მიერ რწმუნებულ სამმართველოში გაევლო რეგისტრაცია და აეღო პირადობის მოწმობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიეცემოდნენ პასუხისგებაში, როგორც საქართველოსადმი მტრული განზრახვით მოქმედნი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს აბელ მაყაშვილი თბილისის გარნიზონის უფროსი გენერალ-მაიორი იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 ივნისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება მილიციის მიერ ღამის საათებში ჩხრეკის ჩატარების აკრძალვის შესახებ, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. ბრძანების მიხედვით, მოქალაქეთა პრეტენზიების გამოსარიცხად მილიციას სისხლის სამართლის საქმეზე ჩხრეკა მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 მაისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილის უფროსის, იაშვილის მიერ პატიმართა სახაზინო ფულებისა და ქონების რევიზიის შესახებ წერდა. რევიზიაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე, ბრალმდებლის ამხანაგი, ქალაქისა და ერობის გამგეობის წარმომადგენელნი და საპყრობილის მზრუნველთა კომიტეტის წევრი. რევიზიას არავითარი დარღვევა არ აღმოუჩენია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ დეკანოზიშვილი თელავის საპყრობილის უფროსად დაინიშნა.