რეგისტრირებული ფაქტები32153
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს თევდორე კიკვაძემ ჟურნალთან „აკაკის თვიური კრებული“ თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგან ჟურნალის რედაქცია დაბა ზესტაფონში გადავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ვახტანგ ღამბაშიძემ აკაკი წერეთელს ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ დაბა ზესტაფონში გადატანა ურჩია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული“ სპეციალურად ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შესაგროვებლად დააარსა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 ივლისს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ სტალინის მონაწილეობით საქართველოსა და სომხეთის შიდა საზღვრების საკითხი განიხილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივნისს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის საზღვრების დამდგენი კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 აგვისტოს მამია ორახელაშვილის მონაწილეობით გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე სომხებს ახალქალაქისა და ხრამის რაიონების დათმობის წინადადებაზე უარი უთხრეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივნისს შალვა ზურაბის ძე ელიავა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის საზღვრების დამდგენი კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 2 მაისს შეიკრიბა კომისია, რომელმაც მიწათმოქმედების მინისტრ ა. ს. ერმოლოვს შუამდგომლობა სთხოვა ტექნიკური უნივერსიტეტის გასახსნელად. მას უნდა ჰქონოდა ორი განყოფილება – სასოფლო-სამეურნეო და სამთო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 მაისს პოლიტექნიკუმის მთავარი შენობის საძირკვლის ჩაყრის ზეიმზე ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვმა „პირველი ქვისთვის“ სასწავლებელს 100 000 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 მაისის 1-ელ საათზე გამართულ პოლიტექნიკუმის მთავარი შენობის საძირკვლის ჩაყრის ზეიმს დაესწრო ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ნოემბერში გამართულ უმაღლესი სკოლის მომწყობი კომისიის უკანასკნელ კრებას დაესწრო კომისიის 5 ნამდვილი წევრი, ქალაქის 16 წარმომადგენელი და სხვ., 14-ის წინააღმდეგ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა შენობის ნავთლუღში აგება, რასაც არ ეთანხმებოდა ვასილ დავითის ძე გაბაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 ივლისს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 ივნისს მამია დიმიტრის ძე ორახელშვილი ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის საზღვრების დამდგენი კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28-29 მარტს სერგო ქავთარაძე ბათუმში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 ივლისს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 აგვისტოს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბადო მუხაურმა დადო გათოს ძე მუგური ჩხუბის დროს თოფით მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი მოსეშვილის სახლს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კაპლო ხაჩატუროვის მაღაზია გაძარცვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსი ბაციელაშვილის სახლს და საბძელს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აბრამ გაბანოვი სამმა უცნობმა პირმა თოფით მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბარსეგ ბარსეგოვმა 12 წლის მხითარ ყაზაროვი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიხეილ სუბდალცევმა ჩხუბის დროს ხეჩატურ ამირხანოვი მძიმედ დაჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ასტემირ ხაიზერმა ცოლი მძიმედ დაჭრა.

