საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33144

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა სახალხო განათლების მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენება ამიერკავკასიის უნივერსიტეტის მოსამსახურეთათვის სალიკვიდაციო ჯილდოს მიცემისა და სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარალელური კურსების დაარსების შესახებ. დადგინდა, გაეღოთ საჭირო თანხები. მინისტრს მიეცა წინადადება, რომ დამფუძნებელ კრებაში შეეტანა სათანადო პროექტი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აირჩიეს ბიურო, რომელიც შედგებოდა 9 წევრისგან: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, რაფიელ ინგილო, შალვა ქარუმიძე, კოტე აფხაზი. ერთი წევრის არჩევა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველ სხდომაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩიეს სპირიდონ კედია, თავმჯდომარის მოადგილეებად − გრიგოლ ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი, პასუხისმგებელ მდივნად − რაფიელ ინგილო, მდივნის თანაშემწედ − მთავარი კომიტეტის წევრი ელისე პატარიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოგრატ მირაქაშვილი სტამბოლიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის სექტემბერში დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანი „აფხაზეთის ცხოვრებიდან“ ჟურნალ „მოამბეში“ უნდა დაებეჭდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიამ დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის პოლიტექნიკუმის საქმე ივან ანოპოვის საქართველოში დაბრუნებისთანავე უნდა გადაწყვეტილიყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ სექტემბერს ა. ს. პუშკარევს ამიერკავკასიის რკინიგზაზე მსახურობის 30 წლისთავი შეუსრულდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის, გიორგი ჭუმბურიძის მოხსენება ომისა და შიმშილისგან დაზარალებული ოზურგეთის მაზრის სასწავლებლებისთვის ერთდროული დახმარების გამოყოფის თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე სამთო სამმართველოს გამგე ივანე ყიფშიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნავთის წარმოების შექმნის უახლოესი პერსპექტივების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 აგვისტოს ჭიათურაში დადგეს ვალერიან გუნიას პიესა „არც იქით, არც აქეთ“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „წუთის საცოლო“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციაზე შეგროვდა თანხები: შალვა ქარუმიძე − 2000 მან. იასონ ჯავახიშვილი − 125 მან. იოსებ მაჭავარიანი − 2000 მან. ა. ჯავახიშვილი − 300 მან. ქესკინა ნაიშვილი − 200 მან. გოთუა − 500 მან ა. ცინცაძე − 1000 მან. ა. შანშიაშვილი 1000 − მან. ირ. ჭანიაშვილი − 200 მან. დავით კორაშვილი − 100 მან, სეს. ლეჟავა − 500 მან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ნესტორის ძე ქუთათელაძე სამსახურებრივი საქმეების გამო ქუთაისში გაემგზავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის დახურვისას ალექსანდრე ასათიანმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც აღნიშნა პარტიების გაერთიანების მნიშვნელობა და მათ წარმატება უსურვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის აგვისტოში სათავადაზნაურო თეატრში ლეოპოლდო ფრეგოლის მოწვევას გეგმავდნენ. მსახიობმა შეთავაზების გაცნობის შემდეგ დიდი თანხა მოითხოვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეოპოლდო ფრეგოლი პეტერბურგში წარმოდგენებს მართავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიხეილის ქუჩაზე მდებარე ე. ასლამაზოვის საქალებო-პროფესიონალურ სკოლაში სწავლა პირველი სექტემბრიდან იწყებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიხეილის ქუჩა N101-ში მდებარე ე. ასლამაზოვის საქალებო-პროფესიონალურ სკოლაში მოსწავლეებს კაბის კერვასა და ქარგვას ასწავლიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა მოხსენება ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოადგილეთა დანიშვნის შესახებ. დადგინდა, მინისტრის მოადგილე სიმონ ლუკას ძე ავალიანი ერობათა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მოადგილეებად დაენიშნათ: იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია და იოსებ აარონის ძე ელიგულაშვილი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 მაისს ლეჩხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობისთვის ქაიხოსრო გელოვანმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ნინა ერისთავ-გელოვანისას, ოსანა გელოვანისას, იასონ ჩიქოვანს, იასონ გელოვანს, მელიტონ და დისიონ ახვლედიანებს, ლევან ჩხოტუას, სეტო გელოვანისას და ლ. გელოვანისას.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 ივნისს გიგო იოსების ძე ავალიშვილის მოსახსენებელი წირვა გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში ფშავში საქონლის ჭირი გავრცელდა, მოსახლეობა მაზრის უფროსის, ლევან ჯანდიერის იმედად იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში მიხეილ მაჩაბელი ფშავში სახასო გლეხების ცხოვრებისა და მდგომარეობის შესასწავლად გაგზავნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში „რადუგამ“ დააწესა საჩუქარი იმ პირისთვის, რომელიც ერთმოქმედებიან მხიარულ პიესას დაწერდა. პიესის ერთ-ერთი შემფასებელი ალექსანდრე სუმბათაშვილიც იქნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას, ასლი − სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს და მთავარსარდალს, გენერალ ილია ოდიშელიძეს. დეპეშას ხელს აწერდნენ კონფერენციის თავმჯდომარეები: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ასათიანი, კოტე აფხაზი და ალექსანდრე შანშიაშვილი.