რეგისტრირებული ფაქტები2105
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. პ. ხოჯევანოვა კერძო ქალთა პროგიმნაზიას ფლობდა ქალაქ ქუთაისში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში სტამბას ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზეზემანს გორში ხეების გამოსახარში ქარხანა ჰქონდა გახსნილი. იქ მზადდებოდა რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ დასაგები მასალა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზეზემანის ქარხნიდან ტყემდე რკინიგზა იყო გაყვანილი ხეების გადმოსატანად და მეპატრონეს სურდა ამ რკინიგზის გაფართოება ატენის ხეობამდე, რათა იქიდან გადმოეზიდა ხეები. ეს პროექტი თუ განხორციელდებოდა ხეობა კიდევ უფრო გალამაზდებოდა, გაცოცხლდებოდა და ძალიან კარგი სააგარაკო ადგილი შეიქმნებოდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ სოლომონის ძე რუსიევს თელავში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობით, ერთსართულიანი ფიცრულითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ერმილე სტეფანეს ძე პაპიტოვს გორში სართულნახევრიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ბახვა და პეტრე მაგულიას ძე კოკაიებს ფოთში ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დუტუ გიორგის ძე მილორავას ფოთში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე როგოჟინს ფოთში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა საწყობითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს აარონ აბრამის ძე მოშიაშვილს ახალციხეში 8 595 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოფიო ალექსანდრეს ასულ ჩიგიანს დუშეთში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ ბესარიონის ძე თავდგირიძეს გორში ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე იოსების ძე ზოზიაშვილს გორში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. ჯორჯაძისა თბილისში ღვინის სარდაფს ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძეს მირიმანოვის სახლიდან რკინიგზის სადგურამდე ტელეფონის ხაზის გაყვანა სურდა. იგი ღვინის საწყობებს ფლობდა სადგურზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 20 დეკემბერს კარლ მიხელის სიმებისა და ძეხვების ქარხანა გაძარცვეს და 400 მანეთის ღირებულების გამხმარი ძეხვები მოიპარეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე დავითის ძე ფილიშვილს თბილისში, გერმანელების სასაფლაოსთან, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუკა იოსების ძე კუპრაძეს ფოთში, კაპარჭის ქუჩაზე, ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ი. ფრენკელი თბილისში სასახლის ქუჩაზე სტამბას სახელად „კავკასიის მიმოხილვას“ ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაისურაძემ ზაქათალის მაზრის სოფელ ალიბეგოში არყის საწარმო „ზავოდი“ დააარსა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ედიშერ ჭიაურელი თბილისში საწვრილმანო დუქანს ფლობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 ოქტომბერს ედიშერ ჭიაურელის საწვრილმანო დუქანი გაძარცვეს და წაიღეს დახლი, ერთი თუმანი, სამი თუმნის ღირებულების ბარათები და თამასუქები.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ისხაკ, შაფათა, დანიელ და აბრამ ისრაელის ძე ხახანაშვილებს ქუთაისში, მიხაილოვისა და ბაზრის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გედევან მარკოზის ძე ბახტაძეს ბათუმში, ზღვის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულინი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე იაკობის ძე ცერცვაძეს გორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.