რეგისტრირებული ფაქტები32292
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ივლისს იაკიმოვი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი იმპერატორს პეტერბურგში შეხვდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანი“ თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში მანეთ-ნახევრად იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 იანვარს ვალერიან გუნიას მონაწილეობით ქართულ თეატრში დადგეს დრამა „ედმონდ კინი“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ბარბარე კორინთელის ბენეფისი გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისი გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსეევ-მესხიევის ბენეფისი გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თბილისის საქალებო გიმნაზიისთვის ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ანტონ კათალიკოსის თხულება „მზა მეტყველების“ გამოცემა დაიწყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე პ. მ. მოსეშვილმა პატარა ვერცხლის მედალი დაიმსახურა მეფუტკრეობის პროდუქტებისათვის.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე დავიდოვსა და ჭელიძეს პატარა ვერცხლის მედლები გადაეცათ ღვინისთვის.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე ერმილე ნაკაშიძეს პატარა ვერცხლის მედალი გადაეცა ბოსტნეულის მოყვანისთვის.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კუნძულ სახალინზე ქართული ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასააარსებლად თანხა შესწირეს შემდეგმა პირებმა: ზაქარია ჟორჟოლიანმა, ნ. ქორქაშვილმა, მიხეილ ავალიანმა, ვლადიმერ თოღოშვილმა, ნიკო ხუნდაძემ, იოსებ თოფურიამ, გ. ლორთქიფანიძემ, გ. ანდღულაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა, ვ. მაჭუტაძემ.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938 წელს ისრაფილ იედიგარი, ვიტალი უგრეხელიძე და კონსტანტინე კვიკვიძე ვარშავაში გამართულ ქართველი ემიგრანტების მეჯლისს ესწრებოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მამია გურიელის მამულში მდებარე მონასტრის შეკეთებას მრევლის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მოსახლეობის მცირე ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ სოფელ მამათის ეკლესიას გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გადაარჩენდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სოფელ მამათის მოსახლეობის ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე დანგრევის პირას მყოფ ეკლესიას გადაარჩენდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ი. სიმონოვი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების საქალებო სასწავლებლის კრებას თავმჯდომარეობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვარს „დროების“ რედაქციამ „ნობათის“ რედაქციისგან საჩუქრად მიიღო გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ს. თავართქილაძის წიგნის მაღაზია ექვს გაზეთს იღებდა. მკითხველთა უმრავლესობა მაღაზიით სარგებლობდა, რადგან სენაკში უფასო სამკითხველო არ იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს სცენისმოყვარეთა გუნდმა ხაშურში წარმოადგინა ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ და „ცოლი ორის დღით“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს გურიის სოფელ აკეთში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა „ციმბირელი“. პიესის ავტორი – ავქსენტი ცაგარელი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 იანვარს სიმონ რცხილაძე თბილისის ეპარქიის სამღვდელოების საქალებო სასწავლებლის კრებას ესწრებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 აპრილიდან თბილისის სახაზინო თეატრში ბ. ლუდვიგოვის ხელმძღვანელობით რუსული დრამატული დასის წარმოდგენები დაიწყო. დასში შედიოდნენ მსახიობები: მარტინოვი, ბ. ბ. ბეჟინი, დოლინი, სტეპანოვი, ჩერნოვი და ბ. ბ. პასხალოვი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს ოლღა ჭრელაშვილისამ ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროს მაცხოვრებლებს პატარა წიგნაკები უფასოდ დაურიგა.

