რეგისტრირებული ფაქტები89217
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დამფუძნებელი კრების სხდომაზე განხილეს ანარქიასა და სხვა ანტისახელმწიფოებრივ უწესრიგობასთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებაში 10 მილიონი მანეთის გადადების საკითხი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ნოემბერს დაბა ჩოხატაურში მომხდარ ამბოხებას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ყაჩაღები – პაიჭაძე და ინგლისელი ექიმის მკვლელი გიორგი ძნელაძე. მოსახლეობამ შეთქმულთა წინააღმდეგ ზომები მიიღო, მდგომარეობა გამოსწორდა და ამბოხების ყველა მონაწილე სასამართლოს გადასცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 ნოემბერს ბრბო შეიჭრა დაბა ჩოხატაურში და საბჭოთა მთავრობა გამოაცხადა. მათ სახალხო გვარდიის შტაბის წევრი ჩიგოგიძე დაატუსაღეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვასილ ბარნოვის 30-წლიანი მოღვაწეობა ქართულმა საზოგადოებამ დიდი ზეიმით აღნიშნა სახელმწიფო თეატრში, სადაც იუბილარი დავით კლდიაშვილთან ერთად მივიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკასა და ინგლისელების მიერ დროებით დაპყრობილ ბათუმის ოლქს შორის ფოსტა-ტელეგრაფის აღსადგენად დადებული ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძის, ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის, დ. მგელაძისა და კაპიტან გოუტის მონაწილეობით.
ტიპი: ავტორობა
დ. ნახუცრიშვილმა, დრამატული სტუდიის დავალებით, თარგმნა დიდი მთავრის - კონსტანტინე კონსტანტინეს ძის პიესა „მეფე ურიათა“.
1919
ტიპი: თანამდებობა
თბილისის სასამართლო პალატის საგანგებო საქმეთა გამომძიებელი გრაევსკი და ამავე სასამართლო პალატის ბრალმდებლის მოადგილე კალვაიტი სახელმწიფო ენის უცოდინარობის გამო გათავისუფლებულნი არიან თანამდებობებიდან, ამა წლის ნოემბრის პირველიდან სალიკვიდაციო ჯილდოს მიცემით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე საბახტარაშვილმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ფრანჩესკო ნიტის საქართველოს ინტერესების დაცვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა და საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სახელმწიფო თეატრში გამართული ლატარიის გათამაშებაზე პირველ ბილეთებს ნოე რამიშვილი ხსნიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით 25000-მანეთიანი მომგებიანი ბილეთები ამოვიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აგვისტოში ედუჯანიანცის ბინიდან ბოროტმოქმედებმა 7000 მანეთი მოიპარეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის განყოფილების უფროსს, ჩაჩავას შეატყობინეს, რომ ბოროტმოქმედები აბრამიშვილის სახლში შეჭრას და მეპატრონეზე თავდასხმას აპირებდნენ. ჩაჩავა მილიციელებთან ერთად ბოროტმოქმედებს ჩაუსაფრდა და ერთი ცნობილი ყაჩაღი მოკლა, სტუდენტი ბეზურაშვილი კი შეიპყრო.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოჩამჩირეში შეიპყრეს ოსმალეთის საზღვაო ჯარის ოფიცერი განან შაკირ-ოღლი, რომელსაც ჯაშუშობა ბრალდებოდა. დაპატიმრებული ოსმალეთის მისიას გადასცეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოვნებათა სექციამ პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მოხსენების თანახმად დაადგინა, რომ სახელმწიფო გერბად თეთრი გიორგისა და შვიდი მნათობის გამოსახულება არჩეულიყო, რადგან ის ისტორიულად და ტრადიციულად ქართველი ხალხის არსებობასთან იყო დაკავშირებული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორის, ბესარიონ ალექსისი ძე ჭიჭინაძის ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკების თანახმად, ინგლისს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად 40 000 ფუთი კანადური ფქვილი უნდა მიეცა, ყუთი 160 მანეთად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში ნოელ სმიტი საქართველოს მთავრობასთან ფინანსურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად ბათუმიდან თბილისში ჩავიდა.

