საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32742

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც განიხილეს ორგანიზაციის მოქმედების არეალის გაფართოება. ილიამ ხელი მოაწერა სხდომის ოქმს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს თელავში თავადაზნაურთა სამაზრო ურთიერთდამხმარე სალაროს დაარსების მიზნით გაიმართა კრება, რომელზეც ილია ჭავჭავაძე წესდების შემმუშავებულ კომისიაში აირჩიეს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი თბილისის სამეურნეო სკოლის თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იაკობ გოგებაშვილსა და ანდრია ღულაძეს შორის დავის განხილვა სამედიატორო სასამართლომ გადადო. განცხადებას ხელს აწერენ დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი იოსელიანი და გიორგი წერეთელი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძეს სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დელეგაცია ესტუმრა და მისალოცი ბარათი გადასცა, რომელსაც სხვებთან ერთად ხელს უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი მიხაილო კოციუბინსკიც აწერდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის საკითხი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ზაფხულში ილია ჭავჭავაძემ საგურამოში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ კარლ ჰაუპტს უმასპინძლა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 სექტემბერს არტემ წურინოვმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „თბილისის ბუნებრივი სიმდიდრეები (გოგირდ-ტუტოვანი ცხელი წყლების სწორი საექსპლოატაციო სახით რეკონსტრუქციის პროექტი)“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 თებერვალს, როცა ნიკოლოზ მათიკაშვილი იუნკერთა სასწავლებლის შესასვლელთან მორიგეობდა, დილის 6 საათზე კართან ვიღაც მივიდა და უთხრა, რომ სომხეთის ჯარი შეტევაზე გადმოვიდა და სკოლის დირექტორისთვის შეეტყობინებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 თებერვალს ალექსანდრე ჩხეიძემ ტაბახმელისკენ მიმავალ იუნკერთა სკოლის სტუდენტებს უბრძანა ბოტანიკურ ბაღთან შესვენება და ახლობლებთან გამომშვიდობება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14-15 თებერვალს იუნკერთა სკოლის სტუდენტები ალექსანდრე ჩხეიძის ხელმძღვანელობით ტაბახმელაში განლაგდნენ, 16 თებერვალს კი ტაბახმელის საზღვრებს ბოლშევიკები მიადგნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციულმა სექციამ (დავით კარიჭაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, გიორგი ლასხიშვილი) განიხილა სტიპენდიის მთხოვნელთა განცხადებები და კანდიდატებთა შორის ღირსად მიიჩნია გალაკტიონ ტაბიძეც. თუმცა სექციის მიერ წარდგენილი გ. ტაბიძის კანდიდატურა მთავარმა გამგეობამ არ დაამტკიცა, რადგან სათანადო საბუთები არ იყო წარმოდგენილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს 14 თებერვალს ქუთაისმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა შიო მღვიმელის სალიტერატურო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დილა, რომლის მოწყობა-ჩატარებაში აქტიურად მონაწილეობდა გალაკტიონ ტაბიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 სექტემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამო „საქართველოს ყვავილები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, ელენე დარიანმა, შალვა დადიანმა, ვარლამ რუხაძემ და პაოლო იაშვილმა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20-26 თებერვალს გალაკტიონ ტაბიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა ყვირილაში გამართეს სალიტერატურო საღამოები, რომელთა სამახსოვროდ ფოტოხელოვანმა სტეფანე გოლაძემ გადაიღო ფოტო, რომელიც გაზეთში „თეატრი და ცხოვრება" დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის თეატრში გალაკტიონ ტაბიძის დიდი საღამო გაიმართა.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წელს შალვა მიხეილის ძე თაქთაქიშვილმა სიმებიანი კვარტეტი დააარსა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წელს გამოქვეყნდა გრიგოლ ბერძენიშვილის პირველი პიესა „ტარტაროზში“.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის სამმოქმედებიანი დრამა „ოქროს ვერძი“.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს გრიგოლ ბერძენიშვილმა დაწერა პიესა „ტირიფის ქვეშ“, რომელიც დაიდგა რუსთაველის სახელობის თეატრში, ასევე მოზარდ მაყურებელთა და რაიონების თეატრებში.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ციხე“.

1929

ტიპი: ღონისძიება

ირაკლი აბაშიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938-1939 წლებში ირაკლი აბაშიძე მუშაობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის” რედაქციაში, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანოში, თბილისში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 იანვრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელმა ილია ფერაძემ ქაშვეთის ეკლესიაში წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ეკლესიის წმინდა მოწამე არჩილ“.