რეგისტრირებული ფაქტები18890
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში გარემოს მოწესრიგება და დასუფთავება მარტივი იყო, როგორც დეპუტატების, ისე მოქალაქეების მხრიდანაც, თუმცა ამისთვის საქმეებს ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რისთვისაც თავს არავინ იწუხებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ორი-სამი ძარცვის შემთხვევა იყო. ადგილობრივ ვაჭარს 500 მანეთი ამოაცალეს, სასტუმროს მდგმურები გაძარცვეს და ვერცხლის ქამარ-ხანჯლები, ძვირფასი ქუდები და ერთი ცხენი წაიყვანეს, თუმცა არავინ იძიებდა ამ ფაქტს და არავის აინტერესებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ხმები დადიოდა, თითქოს მძარცველებს კომპანია ჰქონდათ შექმნილი და აგენტების დახმარებით მოპარულ ცხენებს სხვადასხვა ქვეყნებში გზავნიდა. ისინი ინიღბებოდნენ შავი ქვის მტვრით და მარგანეცზე მომუშავე ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ამ საქმეებს არავინ იძიებდა და ყურადღებას არ აქცევდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 27 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც წერდა, რომ სომხეთის მთავრობის მიერ 21 დეკემბერს სოფელ კარაგაბაზარისა და ზანგიბაზარის რაიონის მაჰმადიანთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებით და 22 დეკემბერს სოფელ სულუხანლუს განადგურებით, ასევე, მიმდინარე ბრძოლებით სოფლებში – ჩახანკერსა და კარაკიშლახში სომხეთმა მათ შორის დადებული 23 ნოემბრის ხელშეკრულება დაარღვია.