საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები5207

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის იანვარში ფილარმონიული საზოგადოების პირველ საზოგადო კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: ზაქარია ფალიაშვილი, გიორგი ნატრაძე, ალექსანდრე ყანჩელი, ა. დ. ჩიჯავაძისა, ს. დ. დიასამიძისა, ანდრია ყარაშვილი, ი. ა. ბარათაშვილი და ზაქარია ჩხიკვაძე.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ქუთაისში, სამსონ თოფურიას საავადმყოფოში, ავადმყოფებისთვის 50 საწოლი იყო გამოყოფილი და მათ სხვადასხვა პროფილის ექიმები მკურნალობდნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე პროფესიული საკითხების გასარკვევად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც აირჩიეს: ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ვლადიმერ მესხიშვილი, შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე წუწუნავა და თითო წევრი ყველა დრამატული საზოგადოების წრიდან.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის მდივანთა კოლეგიაში იყვნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, იოსებ რომანიშვილი, იოსებ იმედაშვილი და სიო ჭანტურიშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 8 ივნისს საქართველოს ნიკოლოზ ქართველიშვილმა სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმის წევრობაზე ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა, მის ნაცვლად კიტა აბაშიძე აირჩიეს.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ილია კარგარეთელის სახლში გამართული რამდენიმე სხდომის შემდეგ შეიქმნა კომისია, რომელსაც მომავალი მუსიკალური საზოგადოებისთვის წესდება უნდა შეედგინა. კომისიის წევრები იყვნენ: ია კარგარეთელი, პეტრე მირიანაშვილი და ანდრია ყარაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს პავლე იოსების ძე თუმანიშვილი, ნიკოლოზ ერისთავი, იოსებ ბარათაშვილი, შალვა მიქელაძე, იოსებ გედევანიშვილი, შალვა მესხიშვილი, არჩილ ავალიშვილი და დიმიტრი დუმბაძე იყვნენ ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრები.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს თბილისში ჩამოყალიბებული სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ: მაშო ჯაჯანაშვილი, შაქრო საფაროვი, გიგო გელიკურაშვილი, სანდრო თამაზიშვილი, სანდრო გოცირიძე, კოლა გალუსტოვი, ოლიკო წითლიევი, იაგორა ანდრიანოვი, ბესო ფავლენიშვილი და სხვ.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 14 სექტემბრის „დროების“ ცნობით, თბილისში ურთიერთშორის დამხმარე საზოგადოება მასწავლებელი და მოსწავლე ქალებისა დააარსეს ა. თუმანოვისამ, პ. სულხანოვისამ, ს. ბაბაევისამ, მ. მ. მელიქოვისამ, მარიამ არღუთინსკი-დოლგორუკოვისამ, ა. იაკოვლევისამ და მ. მანუჩაროვისამ.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს „ივერიის“ რედაქციის მუდმივი წევრები იყვნენ: გიგო ყიფშიძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ილია ბახტაძე, სოფრომ მგალობლიშვილი და არტემ ახნაზაროვი.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ა. გურასპაშვილი რუისის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იყო.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 20 აგვიოსტოს „დროების“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილი რუისის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იყო.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქუთაისში შეიქმნა ახალგაზრდა მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვანო ბარველი, ზედგინიძე (მოკარნახე), პლატონ ჩიქვინიძე, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, შალვა დადიანი.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 15 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პახვალა როსტომის ძე ლიფონავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე დრამატული საზოგადოების გამგეობისა და სცენის მოღვაწეთა ყრილობის მომწვევი კომისიის წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დრამატული საზოგადოების წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის წევრები – ვასო ივანეს ძე თევდორაშვილი, გიორგი სუხიშვილი, გიორგი ფარადაშვილი და გიორგი მიროტაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის წევრობის კანდიდატები – ლადო პავლეს ძე სუხიშვილი და ისაკ ძნელაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია სარევიზიო კომისიის წევრები – პავლე ფრანგიშვილი და გრიგოლ ანაშვილი.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, ალენიკოვი რკინიგზის გამგეობის წევრი იყო.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 2 ივლისს ალენიკოვი პეტერბურგში გამართულ კავკასიის რკინიგზის საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის მარტში შეიქმნა კომისია, რომელსაც ქართული სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა უნდა მოეწვია. კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ დიასამიძე, სოფრომ ტარუაშვილი, შალვა დადიანი, ალექსანდრე წუწუნავა და სხვ.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე, ერასტი ივანეს ძე ჭავჭანიძე და მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძე.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 სექტემბერს მომღერალთა საზოგადოება „სანთურის“ კრებაზე საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს: იაკობ გოგებაშვილი, ეპისკოპოსი კირიონი და იოსებ ივანეს ძე რატილი.