რეგისტრირებული ფაქტები19777
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ მშობლები − დეკანოზი გიორგი და ნატალია ანდრიას ასული, ძმები - დავითი, შალვა და გრიგოლი, დები - მინადორა სმირნოვისა და მარია იანქოშვილისა, რძლები - სოფიო იოსების ასული და ელენე კონსტანტინეს ასული იუწყებიან, რომ ალექსანდრე გიორგის ძე მარინაშვილის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის პანაშვიდს 19 სექტემბერს დიდუბის ტაძარში გადაიხდიდნენ.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) ნოე რამიშვილი წერს აგვისტოს აჯანყების მეთაურთა შესახებ, ასახელებს აჯანყების იდეურ მეთაურებს, რამდენადმე მის პრაქტიკულ ორგანიზატორებს: ნოე ხომერიკს, გოგიტა ფაღავას, ბენია ჩხიკვიშვილს, ვალიკო ჯუღელს და ვასო ნოდიას, ასევე ეროვნულ-დემოკრატ გიორგი წინამძღვრიშვილს.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის 22 ივლისს კოტე ანდრონიკაშვილმა დამოუკიდებელი კომიტეტის წევრთა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ხალხი და პოლიტიკური პარტიები ვერ შეურიგდნენ ოკუპაციას, მაგრამ შეეცადნენ ახალ ხელისუფლებასთან გამოენახათ შემათანხმებელი გზა და ენა სადაო საკითხების გადასაწყვეტად, სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ ამოირჩია დელეგაცია ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად, რომლის შემადგენლობაში თვითონაც იყო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 8 და 10 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის დეპოებში, ფაბრიკა-ქარხნებში და სხვ. მუშებმა გამართეს თათბირი მოსკოვის სოვნარკომისა და საქართველოს რევკომის მიერ საქართველოს ფაქტობრივ გაბათილებაზე და გადაწყვიტეს წარმომადგენელთა გაგზავნა რევკომში წერილობითი განცხადების გადასაცემად, რომელსაც 5 132 მუშამ მოაწერა ხელი. შემდეგ მუშებმა აირჩიეს 3 პირი პოლიტიკურ პარტიებთან და 9 პირისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს რევკომთან მოსალაპარაკებლად, ამ უკანასკნელში – იასონ ჩაჩუა, იაკობ ასიტოვი, ლეონტი თომაძე, ანდრო თოდუა, იასონ კახაბრიშვილი, ვასილ ოსიძე, პეტრე ხარაძე, იოსებ ავალიძე და ნიკოლოზ გოგინაშვილი.
2026
ტიპი: ავტორობა
1925 წლის 23 ივნისს „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ მოწოდებაში ნათქვამია, რომ უნდა შეიქმნას ფონდი იმ ქართველთა დასახმარებლად, რომლებიც რუსების შემოსევის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინთ ქვეყანა და ევროპაში გაბნეულიყვნენ, რომელთა ოჯახების მარჩენლები დახოცეს, როგორც მძევლები, ან აჯანყებას შეეწირნენ. მოწოდებას ხელს აწერენ: ს. ე. მორისი, ე. ს. მორისი, ჯეინ კობდენ ენვინი, სარა ანა ბაილსი, სილვია ლინდი, რობერტ ლინდი, ფილიპ სნოუდენი, ეთელ სნოუდენი, ჯ. რამსეი მაკდონალდი, ედით დიურჰამი, ნ. ფ. დრაიჰერსტი.

