საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19154

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1889 წლებში ვასილ კოპტონაშვილის კორესპონდენციები იბეჭდებოდა გაზეთში „დროება“ და ჟურნალში „ივერია“.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მისი თხზულება „მრევლში“ სომხურ ენაზე თარგმნა ყაზარ კარაპეტიანცმა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ გრიქუროვის მაღაზიაში იყიდებოდა მისი თხზულების „მრევლში“ სომხური თარგმანი.

1878

ტიპი: ავტორობა

ვასილ კოპტონაშვილი ავტობიოგრაფიაში იხსენებს, რომ 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ჯავახეთის უღელტეხილმა 60 კაცი იმსხვერპლა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს მესხეთ-ჯავახეთში თათართა შემოსევის დროს განადგურდა ვასილ კოპტონაშვილის ნაწერების დედნები.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაწერა „მგზავრის დღიურიდან“ (ქართველი მგზავრი არდაჰანის სანჯახში), „შენიშვნები ახალციხის მაზრის ხალხის შესახებ“ (ეთნოგრაფიული შინაარსის), „ლეგენდა სოფელ რუსთავის – შოთა რუსთაველის შესახებ“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ა. ე. ვუჩინიმ საგუბერნიო კომიტეტში წარადგინა წინადადება, თავადაზნაურობის მიერ მიცემული 20 ათასი მანეთით ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან დაარსებულიყო სასოფლო-სამეურნეო განყოფილება.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში თბილისის მოქალაქეთა რწმუნებულების კრებამ უარყო აპრიამოვის წინადადება მოქალაქეთა გამგეობისთვის მუდმივი სარევიზიო კომისიის დანიშვნის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში" ევსევი ლოსაბერიძე იუწყებოდა, რომ იურიევის უნივერსიტეტის საბეითლო ფაკულტეტი დაასრულა სამმა ქართველმა: მიხეილ ფარცვანიძემ, ზაქარია ედილაშვილმა და ანდრია ნადირაძემ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჩუბინაშვილის მადლობის წერილი მოსკოვის ქართველთა საზოგადოების წარმომადგენლების – ალექსანდრე სუმბათაშვილის, დიმიტრი არაყიშვილისა და სხვ. – მიმართ მისთვის ხელოვნური ფეხის გაგზავნისთვის.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წლის 20 ივლისს ვასილ კოპტონაშვილმა მინაწერი დაურთო ავტობიოგრაფიას, რის თანახმადაც, ავტობიოგრაფიის დაწერის დროს იგი 71 წლის იყო, დანართის დაწერის დროს კი − 89-ის.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილი გამოთქვამდა აზრს, რომ საბავშვო მოთხრობათა მოზარდებისთვის მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილმა განსაკუთრებული ადგილი თავის შემოქმედებაში საბავშვო მოთხრობების წერას დაუთმო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილმა დაწერა სხვადასხვა ხასიათის თხზულება: ისტორიული, კრიტიკული, პუბლიცისტური, ბიბლიოგრაფიული, სალიტერატურო, მოთხრობები და სხვა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილმა სკოლებისთვის შექმნა დასურათებული მოძრავი ქართული ანბანი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილი იხსენებს თავისი პირველი წერილის გაზეთ „დროების“ რედაქციაში ჩაბარების ამბავს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ქიზიყის სოფლების ცხოვრების შესახებ გაზეთ „დროებაში“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა დაიწყო გაზეთ „დროებაში“ ლიტერატურული ხასიათის წერილების ბეჭდვა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილი ორმოცი წლის მანძილზე აქვეყნებდა თავის წერილებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილი აღნიშნავდა, რომ მას სხვა მიზეზებთან ერთად ავადმყოფობამაც შეუშალა ხელი მოეძიებინა და შეეგროვებინა ყველა ის სტატია, რაც ორმოცი წლის განმავლობაში დაიბეჭდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილმა თავისი თხზულებების მხოლოდ მცირე ნაწილის აღნუსხვა მოახერხა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილმა აღნუსხა მხოლოდ ის ნაწერები, რომლებიც ხელთ ჰქონდა ან მეხსიერებით აღადგინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ №21-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „იშვიათი საღამო“.