საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72138

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის ზაფხულში სან-ფრანცისკოს პარკში გამართულ ფესტივალზე ალექსანდრე სულხანიშვილი შეხვდა ქართველთა ჯგუფს, რომლის ხელმძღვანელიც იყო პაატა ნაცვლიშვილი, და ძმებ გალაშვილებს.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის ზაფხულში სან-ფრანცისკოში მყოფმა პაატა ნაცვლიშვილმა და ნოშრევან და მირიან გალაშვილებმა ალექსანდრე სულხანიშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის იარაღის საქართველოში წაღების ნებართვა სთხოვეს.

1987

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ მათიკაშვილი ისე ცუდად იყო, რომ მიღებულ წერილებს ვერ პასუხობდა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ პარიზში ისეთ პირთან სურდა დაკავშირება, ვისაც ჟურნალ „მხედრის“ აღდგენა ენდომებოდა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის შემოდგომაზე ნიკოლოზ მათიკაშვილმა ერთ-ერთ პოლონურ გაზეთს თავისი თარგმნილი ვაჟა-ფშაველას „ძაღლიკა ხიმიკაური“ და იოსებ ნონეშვილის ლექსი გადასცა გამოსაქვეყნებლად.

1987

ტიპი: თანამდებობა

1987-1995 წლებში ნატო შალვას ასული ციციშვილი გაზეთ „ქართული ფილმის“ რედაქტორი იყო.

1987

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1987 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძეს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გიორგი ლეონიძის დახმარებით ისევ იღებდა საქართველოდან „მნათობს“, „ცისკარს“, „დროშას“, „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „სამშობლოს“.

1986

ტიპი: გარდაცვალება

1987 წლის სექტემბრის ბოლოს სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა ალექსანდრე სულხანიშვილის მეუღლე.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წლის 3 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ საქართველოს გადასაგვარებლად მიმდინარეობდა გადმოსახლების სპეციალური პოლიტიკა და მოსახლეობის ერთმანეთში ათქვეფა. სავალალო იყო, რომ ამ ყველაფრის ინიციატორები ქართველი ბოლშევიკები იყვნენ.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გაუგზავნა თავისი წიგნი „რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა“.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში დაწერა თხზულება „რა მოუტანა საქართველოს ბოლშევიკთა 65 წლის ოკუპაციამ?“.

1986

ტიპი: ღონისძიება

1986 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილი საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1986

ტიპი: თანამდებობა

1986 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრი იყო.

1986

ტიპი: ავტორობა

1986 წელს გამოქვეყნდა ივანე შაიშმელაშვილის ნაშრომი „სამხედრო ტერმინოლოგია“.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ მუშაობდა ნაშრომზე „საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და აქედან გამომავალი დასკვნები“ და, თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობდა, მალე დაასრულებდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 7 ოქტომბერს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს სან-ფრანცისკოდან ვარშავაში გაუგზავნა თავისი წიგნი „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923-1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის სტამბა განადგურებული იყო, შვეიცარიის ქართულ სტამბას ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, არ იცოდა, პარიზში რა მდგომარეობა იყო, იქნებ მას გაეგო რამე მანველიშვილისგან და შეეტყობინებინა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოშიმისწერა, რომ იუნკრებზე წიგნი დაწერა და დაბეჭდვა სურდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ხელში ჩაუვარდა კვინიტაძის შტაბის ოფიცრის, ვალერიან თევზაძის, მოგონება 1921 წლის ომის შესახებ და მისი წიგნად გამოცემა უნდოდა.

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წლის 25 აგვისტოს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის სტამბა განადგურებული იყო, შვეიცარიის ქართულ სტამბას ბოლშევიკები აკონტროლებდნენ, პარიზში რა მდგომარეობა იყო, არ იცოდა, და იქნებ მას რამე გაეგო მანველიშვილისგან და შეეტყობინებინა.

1985

ტიპი: გარდაცვალება

სურენ ავჩიანი გარდაიცვალა 1985 წლის 2 ივნისს თბილისში. დაკრძალულია თბილისის სომხურ პანთეონში.

1985

ტიპი: გარდაცვალება

1985 წლის აპრილში ვალერიან თევზაძე პოლონეთში გარდაიცვალა.

1985

ტიპი: გარდაცვალება

ბონდო კეშელავა გარდაიცვალა 1985 წლის 23 თებერვალს.