რეგისტრირებული ფაქტები72138
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში მირიან ბურჭულაძემ სათეატრო მუზეუმს ხონის 1911 წლის საზაფხულო სეზონის 9 აფიშა და 1 პროგრამა აჩუქა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ა. ოქროპირიძე, ად. პეტოევი, ივ. როსტომოვი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, გრ. ხერხეულიძე და სხვ. ცხინვალის დასში მსახიობებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, ერ. მებურნუთაშვილი, გიორგი ივანეს ძე ბასიშვილი, არჩილ დედანიშვილი და სხვ. ცხინვალის დასის გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ნ. მურადაშვილი, ან. ელიოზიშვილისა, მარიამ დიმიტრის ასული ჯაფარიძე, მიხეილ ედიშერის ძე აბულაძე და ა. შ. ცხინვალის დასში მსახიობებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს მ. მოსესოვმა დუშეთის ქართული წარმოდგენების მმართველ წრეს ტანსაცმელი შესწირა.
1839
ტიპი: თანამდებობა
1839 წელს ავქსენტი ბენიამენის ძე რობაქიძე ძევრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1862
ტიპი: თანამდებობა
1862 წელს ავქსენტი ბენიამენის ძე რობაქიძე ძევრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1825
ტიპი: გარდაცვალება
1825 წლის 20 მაისს ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი მათე გიორხელიძე გარდაიცვალა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ზაქარია სიმონის ძე შვანგირაძე ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე გორდულაძე ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე გორდულაძე ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859-74 წლებში იოვანე სიმონის ძე გორდულაძე ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თოდორეს ასული თბილისიდან თელავში გომბორის უღელტეხილით ჩავიდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისიდან თელავში გამგზავრებული კავკასიის მთავარმართელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე, მარიამ თოდორეს ასული გზად შუამთის მონასტერს მოინახულებდნენ, ხოლო ღამეს წინანდლის საუფლისწულო მამულში გაათევდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 26 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე, მარიამ თოდორეს ასული წინანდლიდან სიღნაღის მაზრაში გაემგზავრებოდნენ და ღამეს სოფელ კარდენახში გაათევდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 27 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე, მარიამ თოდორეს ასული, ბოდბის მონასტერს მოინახულებდნენ და ღამეს სიღნაღში გაათევდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კახეთში სტუმრად მყოფი კავკასიის მთავარმართელი, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე, მარიამ თოდორეს ასული, 28 ოქტომბერს სიღნაღიდან თბილისში დაბრუნდებოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძემ სოფელ ალის სამკითხველოს თავისი წიგნის ასი ეგზემპლარი მესამედ ფასად გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის განცხადება ალმანახ „კრებულის“ აღდგენისა და მისი რედაქციის ახალ მისამართზე გადასვლის შესახებ.