რეგისტრირებული ფაქტები19616
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 31 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის მიერ პარიზში გამოცემული წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ პირველ ნაწილში გამოქვეყნდა პუბლიკაციები სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს: პიერ რენოდელისა და ალბერტ ინგელსის მთელი რიგი წერილებისა და ლუიზა კაუცკის შთაბეჭდილებანი საქართველოზე.
2026
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ პირველ ნაწილში დაბეჭდილია წერილები სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს: ლუი დე ბრიუკერის 35-გვერდიანი სიტყვა და ორი სიტყვა კამილ ჰუისმანსისა.
1922
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის მიერ პარიზში გამოცემული წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ პირველ ნაწილში დაბეჭდილია მგზავრის დაკვირვებანი ეთელ სნოუდენისა და ემილ ვანდერველდესი, სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს.
1922
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 31 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა პარიზში გამოსცა 300-გვერდიანი წიგნი „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“. პირველ ნაწილში დაბეჭდილია წერილები სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს: სამი – რამსეი მაკდონალდისა, ერთი – ტომ შოუსისა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ (N254) ცნობით, სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს გაგრიდან მოუვიდა დეპეშა, რომ გვარდიელები გმობენ ბოლშევიკების გამოსვლებს და იწონებენ კონტრევოლუციისა და ანარქიის წინააღმდეგ მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ დემოკრატიის მოწინააღმდეგეებთან. მინდობილობით ხელს აწერს გ. კვერნაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 ნოემბრის „საქართველოს ცნობით“ ზალოტი ბიალგომ და ანდრეა კაფიმ იტალიაში გამოსცეს წიგნი „გეკესალის ზავი“, რომელშიც განხილულია მოკავშირთა მიერ დადებული საზავო პირობები გერმანიასა და ავსტრიასთან. წიგნს დართული აქვს ოცამდე ეთნოგრაფიული და პოლიტიკური რუკა და წერილი იმის შესახებ, რომ საზავო კონფერენცია აგვიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას, რომ ამ ნაციას საერთო სიმპათიით უნდა მოპყრობოდნენ და დაეკმაყოფილებინათ მათი სამართლიანი მოთხოვნა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 27 იანვარს რუმინეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ლატვიის სახელმწიფოებს გადაეცა ნოტა (ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი), რომელიც მათგან მოითხოვდა, მათი დელეგაციისთვის გენუის კონფერენციაზე მიეცათ მანდატი შემდეგი მოთხოვნებით: 1. საქართველოს ევაკუაცია რუსეთის ჯარებისგან; 2. საქართველოს წარმომადგენლის დაშვება კონფერენციაზე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ცნობა, რომ თბილისის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა აბელ მაყაშვილმა გამოსცა ბრძანება – თბილისში მყოფი ყველა რუსი ოფიცერი და ჩინოვნიკი უნდა გამოცხადებულიყო მის სამმართველოში რეგისტრაციისა და პიროვნების მოწმობის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ და სამხედრო დროის წესისამებრ პასუხისგებაში მისცემდნენ, როგორც საქართველოს რესპუბლიკისადმი ბოროტად განწყობილს.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ ბელგიის კომუნისტური ჯგუფის ორგანომ, ბრიუსელის გაზ. „ექსპლუატემ“ დაბეჭდა მიხა ცხაკაიას 2 წერილი საქართველოს შესახებ. პირველში ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგია ნოე ჟორდანიას მთავრობისა, რომელიც ტერორს ეყრდნობოდა, მეორეში კი აღწერილია სოციალისტურ ინტერნაციონალისტთა დელეგაციის მოგზაურობა საქართველოში, მათ მუშები და გლეხობა მტრულად შეხვდა. ასეთი ტყუილებით ფიქრობენ კომუნისტები იმ შთაბეჭდილების შესუსტებას, რომელიც საქართველოზე მათმა ყაჩაღურმა თავდასხმამ მოახდინა ევროპის პროლეტარიატზე? – ნათქვამია წერილში.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 30 წლის სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოში „სოციალ-დემოკრატი“ დაიბეჭდა ვრცელი ინტერვიუ კარლო ჩხიძესთან საქართველოს ისტორიის, განსაკუთრებით კი მისი სამი წლის დამოუკიდებლობის ისტორიის, ამ პერიოდში გატარებული რეფორმებისა და რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის შესახებ.

