რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ ორმოქმედებიან კომედიას „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა (ნინო) ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ივნისს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ: საგინოვი, ბაიკოვი, სარაჯოვი, მაქსიმოვი, კოროვნიკოვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ივნისს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ორი მოწმე: თავად მოკლულის პავლე ჩუდეცკის სიმამრი, მღვდელი ანანია ივანეს ძე მანჟელეი და სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკოლოზ მახათაძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში გაკვეთილის მიმდინარეობისას ვიქტორ ლატოცკიმ და გიორგი ჩეტირკინმა შენიშნეს დაჭრილი პავლე ივანეს ძე ჩუდეცკი, რომელსაც მარიამ და ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეები იცავდნენ იოსებ ლაღიაშვილის თავდასხმისაგან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში ვიქტორ ლატოცკიმ, გიორგი ჩეტირკინმა და ნიკოლოზ მახათაძემ პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის მოსაკლავად მისულ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ხანჯალი წაართვეს და ინსპექტორის ოთახში გაიყვანეს, სადაც მას პოლიციელი სოკოლოვსკი დარაჯობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს ინსპექტორმა იაკობ სტეფანეს ძე სტეფანოვმა პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის დაჭრის ამბავი ექიმებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეატყობინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს ბოქაული კუზმინსკი და თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორი ჩაიკოვსკი პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის დაჭრის დროს თბილისის სასულიერო სემინარიაში მივიდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს ექიმები და გამომძიებელი რუსანოვი პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის დაჭრის დროს თბილისის სასულიერო სემინარიაში მივიდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს გამომძიებელმა პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის ჰკითხა, თუ ვინ დაესხა თავს, მან კი უპასუხა, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა შურისძიების მიზნით დაჭრა. სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, რადგან მძიმედ იყო დაჭრილი და მალევე გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავისი მეუღლის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს იმყოფებოდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი მივიდა და ელოდებოდა რექტორს. მანჟელეიმ ჩუდეცკის გადასცა, რომ მოსწავლე ელოდებოდა და იგი კაბინეტიდან გავიდა. რამდენიმე წამის შემდეგ მარიამ მანჟელეის და მის დას ეკატერინე მანჟელეის ჩუდეცკის განწირული ხმა შემოესმათ, გავიდნენ დეკანოზთან და ნახეს თუ როგორ მისდევდა ლაღიაშვილი ჩუდეცკის ხანჯლით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავის დასთან ეკატერინე მანჟელეისთან ერთად ცდილობდა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილისაგან დაეცვათ პავლე ჩუდეცკი და დაჭრილი სასტუმრო ოთახში შეიყვანეს, თუმცა ლაღიაშვილი ძალით შეიჭრა მათთან, ჩუდეცკიმ ადგილიდან გარიდება სცადა, გავიდა აივანზე, სადაც დაედევნა ლაღიაშვილი და კვლავ თავს დაესხა. მარიამ მანჟელეის სურდა ხანჯლის წართმევა ლაღიაშვილისთვის, თუმცა ხელები დაეჭრა, სწორედ ამ დროს დასახმარელად მასწავლებლები ვიქტორ ლატოცკი და გიორგი ჩეტირკინი მივიდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანანია ივანეს ძე მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ სტუმრად იმყოფებოდა თავის სიძესთან პავლე ჩუდეცკისთან თბილისის სასულიერო სემინარიაში. მან დაინახა თუ როგორ გამორბოდა ჩუდეცკი კაბინეტიდან, მას მისდევდნენ თავისი ქალიშვილები მარიამ და ეკატერინე მანჟელეები და ხანჯლით შეიარაღებული იოსებ ლაღიაშვილი. თავად ანანია მანჟელეი ხანჯლის დანახვაზე ადგილზევე გაშეშდა და შეშინდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელი სოკოლოვსკი თავის ჩვენებაში წერდა, რომ პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს თავად ზედამხედველობდა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს, რომელმაც ლაბადის ჯიბიდან ქაღალდები ამოიღო და გადახევა სცადა, თუმცა მან გამოართვა და გამომძიებელს გადასცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს აღმოუჩინეს არზა, რომლის საშუალებითაც საქართველოს ეგზარქოსს სოფელ ნაქალაქარში მთავრად დანიშვნას სთხოვდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს აღმოუჩინეს არზა, რომლის საშუალებითაც პავლე ჩუდეცკის სასულიერო სასწავლებლის მოწმობისა და თავისი რვეულების დაბრუნებას სთხოვდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი ერევნის ქუჩაზე ვორონცოვის მე-6 საპოლიციო ნაწილში ცხოვრობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 დეკემბრის პედაგოგიური კრების ჟურნალის საფუძველზე იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტეს. პედაგოგიური ჟურნალი საქართველოს ეგზარქოსმა დაამტკიცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს აღმოუჩინეს ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც იგი საიდუმლო გაზეთ „ყვავილთან“ თანამშრომლობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს სრული დაფინანსება შეუწყვიტეს და თვიურად მხოლოდ 6 მანეთს უხდიდნენ, თუმცა იგი ვერც ამ შეზღუდვამ გამოასწორა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 მარტს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორი სტეფანოვი ნივთების შესამოწმებლად ესტუმრა, მაგრამ მან წიგნებისა და რვეულების დათვალიერების უფლება არ მისცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილს შეუმოწმეს სახლი, თუ რა სასწავლო ნივთები ჰქონდა. მას აღმოუჩინეს წიგნი „Отечественныя Записки“ და რვეული, რომელსაც ეწერა ფრაზა „ცოდნა სინათლეა, თავისუფლებას აძლევს კაცს: თუ ცოდნა არა გაქვს, არც თავისუფალი ხარ“. სწორედ ეს სახელმძღვანელო მოსთხოვეს მას, რაზეც განაცხადა, რომ არ ჰქონდათ წიგნის წაღების უფლება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორ სტეფანოვს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სტეფანოვმა სემინარიის მმართველობაში უჩივლა. რექტორმა პავლე ჩუდეცკიმ ლაღიაშვილს სთხოვა სასწავლებლიდან წასვლის განცხადება დაეწერა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორ სტეფანოვს წართმეული დღიურის, ხოლო რექტორს წიგნების დაბრუნება სთხოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი მკვლელობამდე 10 დღით ადრე თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორ სტეფანოვს და რექტორ პავლე ჩუდეცკის დაემუქრა, რის გამოც რექტორისაგან გაფრთხილება მიიღო, თუმცა ეს ლაღიაშვილმა არ გაითვალისწინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის ჩვენებაში იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი წერდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიიდან ყოფაქცევაში გამოყოლილი ცუდი ნიშნის გამო სამსახურს ვერსად ვეღარ იწყებდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. სტეფანე შაპოვალოვის შვილებსაც აღარ უტარებდა გაკვეთილებს და სრულიად უსახსროდ დარჩა.

