საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ოქტომბერს ბათუმში ტიტე მარგველაშვილი წაიკითხავდა ლექციას „სოციალიზმი და ევროპის ეხლანდელი ეკონომიური მდგომარეობა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 14 დეკემბერს ქუთაისში მოკლულ დავით შევარდნაძეს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, რის საფუძველზეც ი. ვორონცოვ-დაშკოვმა გამოძიების ბრძანება გასცა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 25 თებერვალს ქართული და რუსული დრამის არტისტების მიერ „საზოგადო კლუბის“ შენობაში გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ-საცეკვაო საღამოზე მონაწილეობას მიიღებდნენ: სტოგინა, დავიდოვა, მასკინა, ვართანოვი, კაევი, ვასილ ურუშაძე, დესპინე ივანიძე, ჩაროვი, გიორგი ჯაბაური.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 25 თებერვალს ქართული და რუსული დრამის არტისტები საზოგადო კლუბის შენობაში ლიტერატურულ-მუსიკალურ-საცეკვაო საღამოს გამართავდნენ. ღონისძიებაზე ა. ი. მალხაზოვი წაიკითხავდა ლექციას „რომანტიზმი თანამედროვე ლიტერატურაში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით, ოპერა „კარმენის“ დადგმა იგეგმებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით, ოპერა „აბესალომ და ეთერის“ დადგმა იგეგმებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო თეატრში დადგამდნენ ოპერა „მეფის სარძლოს“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეორგანიზაციის შემდეგ ლავრენტი ბალუაშვილი თადარიგში დაითხოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წლებში ლავრენტი ბალუაშვილი თავის პოლკთან ერთად იბრძოდა შულავერი-სადახლოს ფრონტზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წლებში ლავრენტი ბალუაშვილი სომხეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლავრენტი ბალუაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის დასაწყისში, ლავრენტი ბალუაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ლავრენტი ბალუაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ლავრენტი ბალუაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ლავრენტი ბალუაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 სექტემბერს ლავრენტი ბალუაშვილი წარჩინებული სამსახურისა და ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის შემდეგ ლავრენტი ბალუაშვილი სამხედრო სამსახურს ერევნის მე-13 ლაიბ-გრენადერთა პოლკში გადიოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კირილე ქუთათელაძე 1916 წელს წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კირილე ქუთათელაძე 1910 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს კრილე ქუთათელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს კირილე ქუთათელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს კირილე ქუთათელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის კირილე ქუთათელაძე 1900 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან კირილე ქუთათელაძე კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან კირილე ქუთათელაძე ემიგრაციაში წავიდა კონსტანტინოპოლში.