რეგისტრირებული ფაქტები32153
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს მაკვანეთელებისთვის სკოლის გახსნის საქმის პარალელურად თევდორე კიკვაძე მოსაზღვრე ქობულეთელების განათლება-განვითარებაზე ზრუნავდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის აპრილში თევდორე კიკვაძის ინიციატივით მაკვანეთის სკოლის გასახსნელად სასკოლო შენობა და ყველანაირი სასკოლო ინვენტარი იყო მზად.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის სექტემბერში მთავრობისგან შექმნილი შეფერხებების გამო თევდორე კიკვაძემ 60-მდე ბავშვი შეაგროვა და ყოვლეგვარი საბუთის გარეშე დაიწო მათი სწავლება.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თევდორე კიკვაძემ მაკვანეთში სკოლის გახსნის თხოვნა და შესაბამისი ოქმი ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორ ლევიცკის გაუგზავნა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს მაკვანეთის მოსახლეობამ სოფელში სკოლის გახსნის ორგანიზება თევდორე კიკვაძეს მიანდო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თევდორე კიკვაძის წინადადებით მისმა მშობლიურმა სოფელმა, მაკვანეთმა ერთხმად მიიღო დადგენილება სოფელში სკოლის გახსნის შესახებ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს მშობლიურ მაკვანეთში დაბრუნებულმა თევდორე კიკვაძემ იქაურ გავლენიან პირებთან სკოლის გახსნის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში, მის მხარეში არსებობდა ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა, თუმცა მშობლიური მაკვანეთის მოსახლეობა სიშორის გამო ვერ სწავლობდა იქ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ თედო კიკვაძე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ გომში გაგზავნა შავი ქვის კანტორის გამგედ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს თედო კიკვაძე სოფელ ჯოყოეთიდან ჭიათურის შავი ქვის მთავარ საწარმოში გადავიდა სამუშაოდ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის იანვარში სახალხო სკოლების დირრექტორმა ლევიცკიმ დაამტკიცა სოფელ მაკვანეთში გახსნილი სკოლა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს სახალხო სკოლების დირექტორმა ფილიპე ლევიცკიმ ნიკო ჯანაშია მაკვანეთის სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს თედო კიკვაძის ხელშეწყობითა და სახალხო სკოლების ინსპექტორ კონსტანტინე მაჭავარიანის დახმარებით სახალხო სკოლების დირექციამ მაკვნეთის სკოლა დაამტკიცა ორკლასიან სამინისტრო სკოლად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-90 წლებიდან თევდორე კიკვაძე ეცნობოდა მარქსის მოძღვრებას სხვა ავტორთა წიგნების მეშვეობით.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ თევდორე კიკვაძე მშობლიურ სოფელ მაკვანეთში დაბრუნდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-91 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც თედო კიკვაძე სწავლობდა, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის კათედრა დაარსდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის მიერ ორგანიზებულ მოწაფეთა დიდ მღელვარებას შედეგად მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოჰყვა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეებმა შეადგინეს ცხრამეტ მუხლიანი დოკუმენტი, სადაც თავიანთი უფლებების გაზრდა და ზოგიერთი უხეში ინსპექტორის გადაყენება მოითხოვეს. დოკუმენტის შინაარსი მოწაფეთა დელეგატებმა ჩამოაყალიბეს, მისი გაფორმება კი თედო კიკვაძეს დაავალეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში მომხდარი დიდი მღელვარების ორგანიზატორებმა, ფილიპე მახარაძემ, ნოე ჟორდანიამ და თედო კიკვაძემ სემინარიის ხელმძღვანელობას მიმართეს 18-19 მუხლიანი განცხადებით, სადაც ისინი ითხოვდნენ ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სწავლებას სემინარიაში, ჟურნალ-გაზეთების თავისუფლად კითხვის უფლებას, ინსპექციის ზოგიერთი წევრის გადაყენებას და სხვ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს მაკვანეთში დაბრუნებული თედო კიკვაძე იქაურთათვის სკოლის გახსნის საქმეს შეუდგა.

