საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18660

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხების ანგარიში 190. 20 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივნისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. 1-ელი ივლისისთვის I ბიბლიოთეკას ჰქონდა 16. 77 მანეთი, II-ს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივლისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. პირველ ბიბლიოთეკას ჰქონდა 1. 97 მანეთი, მეორეს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ დაამთავრა კომერციული სასწავლებელი და სახლში დაბრუნებას აპირებდა, რისთვისაც ტანსაცმლისა და გზის ფულს ითხოვდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 30 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1129. 65 მანეთი, ხარჯი – 1658. 77 მან. 30 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა 17248. 54 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხების ხარჯთაღრიცხვა 65. 21 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გაუმართავ მუშაობაში ბრალი მიუძღვოდა საზოგადოების ძველ გამგეობას და არა – ახალს. მისი აზრით, მაღაზიის დანაკლისის საქმე საზოგადო კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ განაცხადა, რომ წიგნის მაღაზიის მართვის ფორმა წინამორბედი მდივნისგან გადმოიღო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ივნის-ივლისში გაღებული ხარჯები ხელმოწერით დაადასტურა. საზოგადოებამ ჯამში 1313.36 მანეთი გასცა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 30 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა წერილობით დაუდასტურა ქუთაისის მიხეილის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობას, რომ მათგან ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად შემოწირული 300 მანეთი მიიღო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ შეადგინა ხელთუბნის სკოლის ხარჯთა სია: მასწავლებლების ხელფასისთვის – 360 მანეთი, ავეჯისთვის – 226 მანეთი, წიგნებისა და ნივთებისათვის – 66 მანეთი და 72 კაპიკი, წვრილმანი ხარჯებისთვის – 6 მანეთი და 47 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის I ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 130 ქართველი, 4 – რუსი, 11 – სომეხი და ერთი სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო. ასევე 25 – თავად-აზნაური, 2 – სასულიერო წოდების, 7 – ვაჭარი და 112 – გლეხი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის II სამკითხველოს მკითხველთა შორის 6357 ქართველი, 350 – რუსი და 500 – სომეხი იყო. ასევე 1916 – თავად-აზნაური, 527 – სასულიერო წოდების, 336 – ვაჭარი და 4428 გლეხი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის II ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 113 – ქართველი, 3 – რუსი და 8 სომეხი მკითხველი იყო. ასევე 25 – თავად-აზნაური, 4 – სასულიერო წოდების, 28 – ვაჭარი და 67 გლეხი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის II ბიბლიოთეკიდან 1180 მხატვრული ლიტარატურა, 80 – ისტორიული, 123 – პოლიტ. ეკონომიური, 100 – საბავშვო და 393 სხვა ჟანრის წიგნი გაიცა, სულ 1876 წიგნი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 625 ქართველი, 65 – რუსი და 54 – სომეხი იყო. ასევე 22 – თავად-აზნაური, 340 – სასულიერო წოდების, 15 – ვაჭარი, 45 – გლეხი და 366 სხვა წოდების წარმომადგენელი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის ბიბლიოთეკიდან 200 სასულიერო შინაარსის, 8856 – მხატვრული ლიტერატურა, 2534 – ისტორიული, 1356 – პოლიტ. ეკონომიური, 9053 საბავშვო და 167 სხვა ჟანრის წიგნი (ჯამში 22166) გაიცა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან შექმნილმა კომისიამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) დაადგინა, იაკობ ნიკოლაძეს ბედ გადასცემოდა 15 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მოდელის გასაკეთებლად, რომლის სიმაღლე იქნებოდა ერთ არშინამდე. მოქანდაკეს ასევე დაევალა, მოდელთან ერთად კომისიისთვის განსახილველად წარედგინა დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვაც. დადგენილებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა. ამავე საბუთზე იაკობ ნიკოლაძემ ხელმოწერით დაადასტურა აღნიშნული თანხის – 150 მანეთის – მიღება.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოადგილის ილია ჭავჭავაძის წინადადება საზოგადოების შემოსავალ-გასავლის მოწესრიგების შესახებ, რის შემდეგაც სხდომა გადაიდო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის სამკითხველოს მკითხველთა შორის 3792 ქართველი, 125 – რუსი, 49 – სომეხი და 377 სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 139 ქართველი, 12 – რუსი, 4 – სომეხი და 9 სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო. 18 – თავად-აზნაური, 10 – სასულიერო წოდების, 25 – ვაჭარი და 110 სხვა წოდების წარმომადგენელი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის ბიბლიოთეკიდან 207 სასულიერო შინაარსის, 1215 – მხატვრული ლიტერატურა, 87 – ისტორიული და 2032 – საბავშვო წიგნი გაიცა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, შილდის სამკითხველოს მკითხველთა შორის 476 ქართველი, 8 – რუსი და 15 – სომეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, შილდის სამკითხველოს მკითხველთა შორის 78 – თავად-აზნაური, 56 – სასულიერო წოდების, 67 – ვაჭარი და 318 გლეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, შილდის ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 19 – ქართველი, 1 – რუსი და 3 სომეხი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.