რეგისტრირებული ფაქტები32153
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს პატიმარ ღერენა გიორგის ძე ლიქოკელს სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ ფშავის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობა აქტიურად უჭერდა მხარს ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობას.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს გიორგი გაგას ძე ლიქოკელმა ჟურნალისტ მაკ გრეგორს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებაში მონაწილე 48 ხევსურის სია გადასცა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს რკინიგზის მთავარი სახელოსნოს წარმომადგენლები, ილია ნებიერიძე და ტიხონა სანაძე, გიორგი თათუზოვმა დიდუბეში, თავის სახლში, დაიბარა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს განჯის საკრებულოს ტაძარში გადაიხადეს ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს დაპატიმრებულ დათვია მგელიკას ძე ლიქოკელს სასამართლომ ვერ დაუმტკიცა ხევსურეთის შეიარაღებული აჯანყების სამზადისში მონაწილეობა.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე აღიარა, რომ გაგა გიორგის ძე ლიქოკელი ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს აპარეკა გიორგის ძე არაბული ხევსურეთის ამბოხებაში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935-36 წლებში შინსახკომის ცენტრალურმა ორგანოებმა ხევსურეთში გაამწესეს თავიანთი სპეცრაზმი, რომელსაც ნიკო ბუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ძიმითში ვ.კილაძემ მოკლა გ. ხელაძე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლ. სანდეცკიმ ყოველდღიური გაზეთის, „ბატუმსკი ლისტოკის“ გამოსაცემად ნებართვა ითხოვა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 23 იანვარს ივანოვის ნაცვლად ბათუმის გამგეობის წევრად გრიგოლ ვოლსკი აირჩიეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მსროლელთა ბატალიონის მახლობლად მდებარე ნადიროვის მამულები ღარიბ-ღატაკებმა და უსახლკაროებმა მიიზომეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ოსიაურში პავლე ამბაროვის საწვრილმანო დუქანს ცეცხლი წაუკიდეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 22 აპრილს, შუადღის 2 საათზე ივანე მაკასაროვი ორთქმავლის ქვეშ ჩავარდა და ფეხი მოიტეხა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი (ჯიბგირი) ოდიშვილი და სანდრო ცხინვალელი 24 აპრილს ერთმანეთს შეებრძოლებოდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გაბრიელ სუნდუკიანცი ხმოსანთა კრებაზე საქალაქო საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: დ. დ. ქეთხუდოვი, ი. ი. ხრამელაშვილი, გ. ნ. შარიფოვი, გ. გ. შახბუდაგოვი.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს თბილისში ჟურნალისტ მაკ. გრეგორთან გამართულ შეხვედრებს ღერენა, გიორგი და გიგუა ლიქოკელები ესწრებოდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ხევსურების ამბოხების დროს დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი ხევსურთა წინამძღოლი იყო და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს საერო განათლების სამინისტრომ ნებართვა გასცა ქუთაისში დაარსებულიყო მეორე საქალაქო სასწავლებელი და თავად იკისრა აშენების ხარჯი. ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი როსიკი.

