რეგისტრირებული ფაქტები33275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილს დუშეთში აზნაურმა შაქრო კობიაშვილმა ჩხუბის დროს ბიძაშვილი თოფით მოკლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილს მეტეხის ციხის ზედამხედველმა ჯაჯანოვმა საპყრობილეთა კომიტეტს შესთავაზა, თბილისის ქუჩები პატიმრებს დაესუფთავებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ფილიმონ ქორიძის ხელმძღვანელობით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მარიამ ძნელაძემ, ჭილაძისამ და ვლადიმერ ღლონტმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 აპრილს სომეხი მწერალი აკოფ მელიქ-აკოფიანი თავისი სახლიდან ვანქის სობოროში გადაასვენეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 აპრილს საგუბერნიო ხაზინადრის თანაშემწე ივანოვმა სახელმწიფოს ხაზინიდან ბილეთებთან ერთად 313 000 მანეთი მოიპარა და გაიქცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბერს სოფ. გორის მცხოვრები ილარიონ მჟავია შვილთან ერთად ქუთაისიდან სოფელში ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა მამა-შვილს 15 მანეთი წაართვა და ნაჯახით სასიკვდილოდ დაჭრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი 4-მოქმედებიანი პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ უნდა წარმოედგინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ტიტიკო ქემოკლიძემ სოფ. დიმის უფასო წიგნაცავ-სამკითხველოს სხვადასხვა პირის მიერ შეწირული 5. 1 მანეთი გადასცა, ვარლამ ხარაბაძემ — 32 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გიორგი ღამბაშიძე და სევასტი გველესიანი სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ჩხეიძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს საპატიო თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ფასანაურში ქუნთრუშა, ყივანახველა და წითელა იყო გავრცელებული. ავადმყოფებს დუშეთის მაზრის ექიმი გიორგი ბროძელი მკურნალობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 ნოემბერს კლასიკური გიმნაზიის დირექტორის მზარეულს, გიორგი ჩახუას, სამზარეულოდან ნივთები მოჰპარეს. ჩახუამ მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვალერიან გუნიას, გარსევან რატიანსა და ანდრია ღულაძეს ბარბარე ჯორჯაძისა და იოსებ დავითაშვილის საფლავებზე დასადგმელი ძეგლების დამზადება-დადგმისათვის საჭირო ყველა პროცესისთვის უნდა ეხელმძღვანელათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბერს იასონ გაბილაია მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის რწმუნებულთა 26-ე კრებაზე დასასწრებად მოსკოვში გაემგზავრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს აპოლონ მოსეშვილი, კოსტა კვინიხიძე და ტიტიკო ქემოკლიძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ევგენი ჯაბუამ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 2 აბაზი შესწირა, გრიგოლ არჯევანიძემ — 1 აბაზი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მაისს ქართველი ხელოსნები თბილისში, კუკიაზე შეიკრიბნენ და თბილისის გამგეობას თხოვნით მიმართეს, დაეთმოთ მათთვის ეს ადგილი იჯარით, რათა საცხოვრებელი სახლები აეშენებინათ. მთხოვნელთა შორის იყვნენ: ტატო ოდიაშვილი, კოსტ. არეშიძე, ვასო მგელაძე, მიხეილ ტარიელაშვილი, ზაქ. ნაბიჭვრიშვილი, მიხეილ სუხაშვილი, გაბო ოდიშვილი, ვანო ბიბილაშვილი, ივანე დოლმაზაშვილი, თედო დოლმაზაშვილი და პეტრე პეტრიაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 მაისს სათავადაზნაურო თეატრში ილია კარგარეთელის კონცერტი გაიმართა. ქართველმა მომღერალმა ძირითადად რუსული და იტალიური სიმღერები შეასრულა, თუმცა მსმენელებს განსაკუთრებით ქართული რომანსები მოეწონათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მაისში ამხანაგობა „გლეხმა“ გადაწყვიტა ეთარგმნა და გამოეცა რუსი საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, ელიზავეტა ვოდოვოზოვას თხზულება „როგორ ცხოვრობს ხალხი ქვეყანაზე“. მისი გამოცემისთვის საჭირო თანხა ხელის მოწერით უნდა შეგროვებულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში იტალიის ქალაქ ფოსანოს თეატრის ოპერაში ქართველი მომღერალი სერგო ევლახიშვილი მღეროდა. დამსწრე საზოგადოებამ და ოპერის ორკესტრმა პატივისცემის ნიშნად მომღერალს დაფნის გვირგვინი მიართვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიევი, არჩილ ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნებიერიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 მარტს მოსკოვში არქეოლოგიური საზოგადოების კრების წევრებს პ. ს. უვაროვისამ აცნობა, რომ იმპერატორმა მათ 15 000 მანეთი შესწირა ჩრდილოეთ რუსეთსა და კავკასიაში არქეოლოგიური სამუშაოების ხელშესაწყობად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივნისს თედო ზაქარაძე ზურგში დანით დაჭრეს. დამნაშავე მიიმალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საოლქო სასამართლომ ნიკოლოზ იოსების ძე მაევსკის აუკრძალა საქმიანობა, რადგან მას ბრალდებოდა სასამართლოში უწესოდ მოქცევა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ვ. სტეფანოვს წერილები ფოსტიდან თითქმის ერთი თვის დაგვიანებით მიუტანეს. ფოსტის გამგეობის მუშაობით უკმაყოფილო იყო ხალხი და ამ საკითხზე ყურადღება უნდა მიექციათ მმართველებს.

