საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19584

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 20 ოქტომბერს რუბენ ლუარსაბის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჭრებალოს სამკითხველოსთვის ქართული წიგნებით დახმარება სთხოვა. სამკითხველომ ბროკჰაუზის ლექსიკონი და 200 რუსული წიგნი თავისი სახსრებით შეიძინა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ახალციხეში წიგნების საკომისიო დანამატით გასაყიდად გაგზავნა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქაიხოსრო ქავთარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარებოდნენ არჩილ ჯორჯაძესა და მიხეილ წერეთელს.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნინო სვიმონის ასულმა ჯამბაკურ-ორბელიანმა 20 მანეთით დახმარებას სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იაკობ ცინცაძის თხოვნა, უნივერსიტეტის სწავლის საფასურის გადასახდელად 50 მანეთით დახმარების შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 26 მაისს იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტერბურგიდან წიგნების გამოწერის ნებართვა სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სარდიონ ალექსის ძე კაკაბაძემ ილიას ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენაში ავანსად 50 მანეთი სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 29 ივნისს პეტრე გრიგოლის ძე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილიას ძეგლის ახალი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. გადაწყდა, 3000 მანეთი თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოსთვის ეთხოვათ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნის ამწყობმა ვასილ ყიფიანმა 100 მანეთის კრედიტის გახსნა სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს დიდუბის ბიბლიოთეკის გამგე აღალო ათანასეს ძე თუთაშვილმა (თუთაევი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესანახად 20 მანეთი სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 28 აპრილს მატრონა წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დასურათებული „ვეფხისტყოსანი“ აჩუქა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 16 ივლისს ოლღა თადეოზის ასულმა გურამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის გახსნა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება წიგნის მაღაზიის გადატანისა და მუზეუმის გაფართოების შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ივლისს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას „ბუნების კარისთვის“ გამოყოფილი თანხა სთხოვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში თბილისის საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ანა კობიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების რომელიმე სკოლაში მასწავლებლის ადგილი მიეცათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მსახურისთვის ხელფასის – 10 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოგრაფიის მართვის ინსტრუქცია დაამტკიცა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, სახალხო სკოლებში გაგზავნილი მასწავლებლები ადგილობრივი სამკითხველოების ხელმძღვანელებად დაენიშნათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის მასწავლებლებს განუცხადა, რომ სასწავლო პროცესში არსებული დარღვევები უნდა გამოესწორებინათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გამოცემის ხელშესაწყობად სამწიგნობრო სექციის დაარსების წინადადებით მიმართა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის პირველ ივლისს ელისაბედ როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილებისთვის ზაფხულის თვეებში დახმარება სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის მოხსენება წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის პირველ ივლისს კახათის მცხოვრებლებმა ალექსანდრე მეუნარგიამ და თეიმურაზ ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელში სკოლის დაარსება სთხოვეს. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა გამგეობის წევრებს სთხოვა, დაეჩქარებინათ საზოგადო კრებაზე წარსადგენი მოხსენებების დაწერა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება, რომ გამგეობას ფული ბანკში შეენახა. გამგეობამ ბანკში 4 ათასი მანეთის შეტანა გადაწყვიტა.