საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33275

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ სავალუტო საქონლის ყალბი მოწმობების საქმის გამოძიება თავის თანაშემწეს - ჯანელიძეს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსის თანაშემწე ჯანელიძემ თბილისის საქონლის სადგურზე მოვაჭრეთა მოწმობები შეამოწმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსის თანაშემწე ჯანელიძემ თბილისის საქონლის სადგურზე ერთი მეცხვარე ყალბი მოწმობით დაიჭირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი აფხაზი ეწვია მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და პალატის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილიკო საკანდელიძე ყიდდა სამოსახლო ადგილს საბურთალოზე, თუმანოვის ქ. N8.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ს. გიულბექიანის ფირმა იუწყებოდა, რომ ჩინეთიდან მიიღეს ჩინური ჩაის ახალი პარტია, იყიდებოდა ნარდად და ბითუმად, მისამართი: მანთაშევის სასტუმრო, სომხის ბაზარზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ მოიწონა ინჟინერ მასლოვსკისა და ალექსანდრე ჯაბადარის მოხსენებები და გადაწყდა, სასწრაფოდ გადადგმულიყო ნაბიჯები მათ განსახორციელებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მოხსენებები ადგილიდან წაიკითხეს: შაქრო ბეგიაშვილმა, ვასო ალუღიშვილმა (ქიზიყი), გიგაურმა და ლ. ლიქოკელმა (ხევსურეთი), ალექსანდრე კუჩენბახმა, კ. სვიმონიშვილმა, გერმანელმა შალინმა (ბორჩალო), პავლე ბეწუკლაშვილმა (ფშავი), ბუჩხიოვმა (ნეიტრალური ზონა). მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ მეცხვარეობა-მესაქონლეობა უმწეო მდგომარეობაში იყო და მთავრობისგან ყურადღება არ ექცეოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი თებერვლისთვის ბაქოს გუბერნატორ მურად გირეი ტლეხასის ბრძანებით, უნდა დახურულიყო კაფე-რესტორნები: „კაზინო“, „რენესანსი“, „მომუსი“ და „ლუნაპარკი“, შედეგად 700-ზე მეტი მოსამსახურე უმუშევარი რჩებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რომ გედალინმა სასანიტარო ზედამხედველს აცნობა, რომ ოდესელ მექარხნეს თბილისში თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, რომლისგანაც ბ. აგასოვი და ტერ-სიმონოვი მარგარინს ყიდულობდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს კონსტანტინე მუხრანბატონის სახლში მაღაზია „შუამავალი“ გაიხსნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სახლის დაწვამ, რომელიც კონსტანტინე თავართქილაძეს ეკავა, მითქმა-მოთქმა გამოიწვია, უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ცეცხლი განგებ წაუკიდეს, რათა კონსტანტინე თავართქილაძე და სავაჭრო ამხანაგობა „ს“ დაეზარალებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 თებერვალს ცენტრობანკში (თბილისი, პუშკინის ქ. N3) დანიშნული იყო ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკის“ აქციონერთა პირველი საზოგადო კრება, რომლის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის წესდების თანახმად, გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე ქვითკირის სახლი, რომელიც  ბესარიონ ანდრიას ძე ხელთუფლიშვილს ეკუთვნოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“ დაიბეჭდა, რომლის მიხედვით, 1877 წლის 8 ივნისს გენერალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა დიდოელების წინააღმდეგ შეკრებილ ჯარს სიტყვით მიმართა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ზემო რაჭაში სახელმწიფო მოხელე აბულაძის მიერ გაკეთებული ხიდი მესამე წელს ჩაინგრა და მას შემდეგ 6 წელი გავიდა. ხიდის უქონლობის გამო 7 ადამიანი დაიხრჩო წყალში, მიუხედავად ამისა მთავრობის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ ფაქტს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში - ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის წინამძღოლი ივანე დავითის ძე სულხანიშვილი  მაზრის თავადაზნაურობას ატყობინებდა, რომ სამაზრო კრება გაიმართებოდა 10 აპრილს, დილის 10 საათზე, სადაც მათ თან უნდა ჰქონოდათ საბუთი კენჭისყრის უფლებისა მომავალი საგუბერნიო არჩევნებისთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დიმიტრი ბაქრაძე იმყოფებოდა სტამბოლში, სადაც უნდა შეემოწმებინა საბუთები ბათუმის მაზრის მიწის მფლობელობის შესახებ. სტამბოლის გაზეთების ცნობით, სომეხთა ეროვნული სამეცნიერო კრების კომიტეტის დადგენილებით უნდა შეედგინათ დეპუტაცია, რომელიც წარდგებოდა ბაქრაძის წინაშე და გამოუცხადებდნენ მადლობას სამეცნიერო და სამრეწველო მოღვაწეობისთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 17 თებერვლის კრებაზე, რომელიც  შავიზღვისპირეთის მიდამოებში მოქალაქეების დასახლებას ეხებოდა თავისი მოსაზრება გამოთქვა იურიევიჩმა. მისი აზრით, ყაზახების ცხოვრების წეს-წყობილება, ჩვეულება და უნარი არ შეესაბამებოდა ასეთ საკულტურო საქმეს. ამიტომ შავი-ზღვის მიდამოებში უნდა მოეწვიათ ქართლელები, იმერლები და მეგრელები იმ ადგილებიდან, სადაც კარგად იცოდნენ ვენახის მოვლა, ხოლო ბერძნები იმ ადგილებიდან - სადაც თამბაქოს მოყვანა იყო გავრცელებული. იურიევიჩს დაეთანხმა ეროპკინი და დაურთო, რომ ამ საქმისთვის რუსების მოწვევაც კარგი ვარიანტი იქნებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 23 თებერვალს გაიმართებოდა სპექტაკლი „გულმა იგრძნო“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ბარბარე ავალოვისა, ლეონიძისა, თამაროვისა, ბარბარე ჩერქეზოვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ხუციშვილი, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსი სანაიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია სოხუმის მეორე გილდიის ვაჭრის- თურქიას მიერ ჰამბურგის ლატარეაში 200 688 მარკის მოიგების თაობაზე ტყუილი აღმოჩნდა. მას სულ რაღაც 60 მარკა მოუგია, სანაიამ კი მკითხველი და თურქიას საახლობლო შეცდომაში შეიყვანა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემული წიგნები ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ხონში, ნესტორ წერეთლის მაღაზიაში.