საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18649

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე ხელთუბნის სკოლის პედაგოგმა თევდორე რაზიკაშვილმა წარმოადგინა სკოლის 1897 წლის შემოსავალ-გასვალის ანგარიში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე ბათუმის სკოლის პედაგოგმა ისიდორე რამიშვილმა წარმოადგინა სკოლის 1897 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თბილისში 6 თებერვლამდე დარჩენის თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ. გამგეობამ მას უარი განუცხადა და მოუწოდა, მალევე დაბრუნებულიყო სკოლაში თავისი მოვალეობის შესასრულებლად.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომაზე განაცხადეს, რომ კანცელარიაში 1898 წლის 23 იანვარს მიიღეს დაბეჭდილი კონვერტი შემდეგი წარწერით: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმორჩილესად სთხოვს ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, რომ კეთილი ინებოს და ეს წერილი მისი გარდაცვალების შემდეგ გახსნას. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ შეესრულებინათ ელისაბედ ყაზბეგის თხოვნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ანნა იოსელიანმა დააბრუნა საზოგადოების წიგნსაცავიდან წაღებული ხელნაწერი კარაბადინი და სთხოვა გამგეობას, ეთხოვებინათ კარაბადინის ახალი ხელნაწერები. გამგეობამ პლატონ იოსელიანის ქვრივ ანნა იოსელიანს თანხმობა განუცხადა და 2 თვის ვადით ათხოვა კარაბადინის სხვა ხელნაწერები.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხელთუბნის სკოლის პედაგოგმა თედო რაზიკაშვილმა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო წიგნები და საკანცელარიო ნივთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ აუცილებელი გარემოებების გამო სურდა თბილისში დარჩენა 25 იანვრამდე, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 26 აგვისტოს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომაზე ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილმა გამგეობას სთხოვა, შინ წასაღებად ეთხოვებინათ შემდეგი ხელნაწერები: რიტორიკა, ლოგიკა, იოანე ფილოსოფოსის ნაწერები, არისტოტელეს კატეგორიები, ფიზიკა და პლატონის წიგნი. გამგეობამ დაადგინა, ანდრონიკაშვილისთვის ეთხოვებინათ მხოლოდ რიტორიკის, ლოგიკისა და კატეგორიების ხელნაწერები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 6 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ლატარეა-ალეგრის გასამართად უნდა გადაედოთ კრედიტი 300 მანეთის ოდენობით. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 22 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართ სოფელ ხოვლეს ბიბლიოთეკის გამგე ზაქარია ჯავახიშვილმა, რომ გაეგზავნათ ბიბლიოთეკისათვის საკითხავი წიგნები. გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო საკითხის განხილვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 22 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანმა, რომ მისი ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ საკითხავი წიგნები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე წერილი წაიკითხა დავით კარიჭაშვილმა, რომ ბაქოში გამართული ღონისძიებიდან საზოგადოების სახელზე მიიღეს – 2264 მანეთი და საღამოს ორგანიზატორები გამგეობას სთხოვდნენ, ამ ფულიდან ქალთა კომიტეტისთვის გადაეცათ 400 მანეთი, დრამატული საზოგადოებისთვის – 150 მან., ასევე ქუთაისის საკვირაო სკოლისა და გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკისთვის – 1014 მან., 250 მანეთი კი გადაენახათ ბაქოში საზოგადოების სახელზე ბიბლიოთეკის დასაარსებლად. წერილს ხელს აწერენ: მართა ღოღობერიძე, ნიკოლოზ ჯორჯაძე, გრიგორიევი, ნიკოლოზ ქანანოვი, მიქელაძე და იოსებ დადიანი. წერილის განხილვის შემდეგ საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ გამგეობის გადაწყვეტილებები მდივანმა უნდა მოიყვანოს სისრულეში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში ცვლილებები შეიტანეს.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ მდივანს ჰყავს თანაშემწე, რომელიც სულ მის განკარგულებაშია.

1886

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების მმართველობა თავის ხაზინას ხშირად და მოულოდნელად უნდა ამოწმებდეს.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ მდივანმა ყველა განცხადება გამგეობის სახელზე უნდა მიიღოს და გამგეობას სხდომაზე მოახსენოს.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების შემოწირულობებს – წიგნებს, ხელნაწერებს, ძველ ფულს, სურათებსა და არქეოლოგიურ ნივთებს – იღებს მდივანი. მან ყველა შემოწირულობის შესახებ გამგეობას უნდა აუწყოს.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წიგნების მაღაზია და წიგნების საწყობი აბარია მდივანს. ის არის მაღაზიაზე პასუხისმგებელი როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის წინაშე.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის დასახარჯ ფულს მდივანი იღებს ხაზინადრისგან გასავლის ორდერით, რომელიც ხელმოწერილია თავმჯდომარისა და მის მიერ.

1894

ტიპი: ავტორობა

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში 1894 წელს შეტანილ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში შესული ფული უნდა მიიღოს მდივანმა და ხაზინდარს ჩააბაროს თავისი და თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი შემოსავლის ორდერით.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა, სადაც გამგეობას თხოვნით მიმართა ა. ქუთათელაძემ, რომ უსასყიდლოდ დაეთმოთ წიგნები და რვეულები „შობის ხის“ მმართველი კომისიისთვის, რომლებსაც ისინი საჩუქრად ღარიბ ბავშვებს გადასცემდნენ. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ, რომ სკოლას გაუგზავნონ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ საზოგადოების სახელით გარეშე პირები აგროვებდნენ ფულს, რომელსაც იყენებდნენ სათავისოდ და არა საზოგადოების სასარგებლოდ. ინფორმაციის მოძიება, თუ ვინ და რა საფუძვლით აგროვებდა ფულს საზოგადოების სახელზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს დაავალა.