საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33133

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დიმიტრი ეგნატეს ძე ჯანდიერს დავალიანება ჰქონდა 1275 მანეთი და 40 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ბრიტანეთ-კავკასიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „ბრიკატოს“ გამგეობის თავმჯდომარე ა. ი. გრეჟებინი აცხადებდა, რომ ამხანაგობამ განაახლა თავისი მუშაობა დიდ ბრიტანეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაში. ამხანაგობის გამგეობა მდებარეობდა ბათუმში, დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩა N 18; ფილიალები: თბილისში, პირაგოვის ქუჩა N 6, ბაქოში, კრასნოვოდსკაი N 7.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე თეიმურაზის ძე ამილახვარს დავალიანება ჰქონდა 6234 მანეთი და 89 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ გივის ძე ამილახვარს დავალიანება ჰქონდა 10 272 მანეთი და 29 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ილია, ნიკო და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვებს დავალიანება ჰქონდათ 3120 მანეთი და 17 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში თამარა ალექსანდრეს ასულ დოდაევს დავალიანება ჰქონდა 6184 მანეთი და 77 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნინა ზურაბის ასულ პავლენოვისას დავალიანება ჰქონდა 4126 მანეთი და 50 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქ. თბილისის გამგეობის რწმუნებულის ნაფიცი ვექილის გეფშტეინის საჩივარს თბილისის ოლქის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის გამგეობის 1918 წლის 19 თებერვლის განკარგულება სამსონ სარიბეგოვის მიერ იჯარით აღებული გაბაევის სახლის რეკვიზიციის შესახებ, საბურთალოს კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების საჭიროებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს განიხილავდნენ ქალაქ თბილისის გამგეობის რწმუნებულის ნაფიცი ვექილის ამირხანოვის საჩივარს თბილისის ოლქის სასამართლოს საადმინისტრაციო განყოფილების 1918 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დავით მახარაძის პივოვაროვის სახლიდან გაძევების შესახებ გამგეობის განკარგულების თანახმად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, რომ თელავის განყოფილების დირექტორ ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძეს გადასცემოდა 25 000 მანეთი, ორი როიალი და საჭირო ნოტები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ანასტასია გიორგის ასულ კერესელიძეს დავალიანება ჰქონდა 3139 მანეთი და 56 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს, 18 საათზე, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბარბარე გიორგის ასულ ბარათაშვილს (ბარათოვს) დავალიანება ჰქონდა 5169 მანეთი და 71 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს ქართულ კლუბში კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს თავმჯდომარეობით იმართებოდა მორწმუნეთა კრება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილს დავალიანება ჰქონდა 5169 მანეთი და 71 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს აზერბაიჯანის პოლიტიკური მისია – ხელმძღვანელი ზიატხანი, მდივანი ალექპერ სადიხოვი და ორი მოხელე ბაქოდან თეირანში გაემგზავრა გემ „თამარაზე“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნატალია გიორგის ასულ ჩიკვაიძეს დავალიანება ჰქონდა 2119 მანეთი და 60 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილს დავალიანება ჰქონდა 10 368 მანეთი და 1 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაევს დავალიანება ჰქონდა 80 842 მანეთი და 45 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონა (იაკობ) მირიმანოზის ძე ერისთავსა და ალექსანდრე ივანეს ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდათ 1050 მანეთი და 62 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ელისაბედ ივანეს ასულ, გიორგი სოლომონის ძე, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებსა და ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევისას დავალიანება ჰქონდათ 2050 მანეთი და 34 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთის მისიის უფროსისგან, ე. დე-ნონანკურისგან მიიღო მისალოცი დეპეშა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს საფრანგეთის მისიის უფროსმა ე. დე-ნონანკურმა საფრანგეთის მთავრობის დეპეშის პირი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ რესპუბლიკათა შორის დავა უნდა გადაწყვეტილიყო არა იარაღით, არამედ შეთანხმებითა და არბიტრაჟით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ სამივე რესპუბლიკა თავის დამოუკიდებლობას დაიცავდა თავდასხმებისგან და სუვერენული უფლებებისთვის თავდაცვით ბრძოლაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ.