საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19586

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს ვეჰიბ-ფაშა ატყობინებს გამიდ ბეის, აკაკი ჩხენკელის თხოვნასთან დაკავშირებით, რომ დატოვებს დატყვევებულ ოფიცრებს ბათუმში, ჯარისკაცებს კი გაგზავნის ტრაპიზონში, რათა ხელშეკრულების დადების შემდეგ დააბრუნოს უკან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ ჰკითხა ვეჰიბ-ფაშას, შეიძლებოდა თუ არა დეპეშა ოფიციალურ დოკუმენტად ყოფილიყო აღიარებული? რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუკი დეპეშას მოჰყვება წერილობითი დოკუმენტიც, იგი ოფიციალურ საბუთად ჩაითვლება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 აპრილს ვეჰიბ-ფაშამ გამიდ-ბეისადმი მიწერილ ტელეგრამაში აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღარ არის ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში საომარი მოქმედებების გაგრძელების მიზეზად მოლაპარაკების ჩაშლას მიიჩნევს. იგი ატყობინებს, რომ ფოთზე მიმდინარე საომარი მოქმედებები შეწყდება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარე მიიღებს დადებით პასუხს მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა მისწერა პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა, რომ, ს. ხუნდაძის, გიორგი გვაზავას და დ. ქებაძის ცნობით, საქართველოში მოსახლეობის მდგომარეობა საშინელია, გახშირდა თვითმკვლელობები, კრიზისია ნავთსა და ზეთზე. სურსათი ძალიან გაძვირდა. ს. ხუნდაძის გადმოცემით, 440 ჯარისკაცს თავი მენშევიკად გამოუცხადებია. კვლავ იჭერენ მენშევიკებს. დააკავეს გრიგოლ ლორთქიფანიძე, ვლ. ჯიბლაძე, კ. ჭუმბურიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: საომარი მოქმედებების გამო მოსახლეობა ვერ ახერხებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას, რის გამოც განწირულია საშიმშილოდ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 ივნისს,ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში,რომ ინჟინერი ელჩმანისგან მიიღო ინფორმაცია,თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა საქართველოში მრეწველობის მხვრივ,მალე საქართველოში ამუშავებული სახელოსნო და ქარხანა აღარ იქნება.ერქომაიშვილს განცხადება გაუკეთებია,რომ რუსეთიდან ვერაფერს მივიღებთ და ერთადერთი იმედი ახლა ოსმალეთია.აუცილებლად რამე უნდა ვიღონოთ,რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს,ამასთან დაკავშირებით საჭიროა კ. კანდელაკთან მოლაპარაკება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 ივნისს ნოე ხომერიკმა წერილი მისწერა,პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა,რომ ისიდორე სტურუას გადმოცემით მენშევიკებს სასტიკად სდევნიან,თედო ღლონტს დაუკარგავს თავისი ზეგავლენა ბოლშევიკურ ჯგუფებზე,ასევე არც ლასხიშვილის ჯგუფი ეწევა აქტიურ ანტიბოლშევიკურ მუშაობას.ლეო შენგელია გამოსულა ლაზიური რევოლუციით,რის შემდეგაც დაკარგა ბოლშევიკებისა და საკუთარი მომხრეების მხარდაჭრა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც ადასტურებს, რომ ამიერკავკასიის ჯარები არ დაარღვევენ საზღვრებს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან თანაარსებობას. თურქეთისაგანაც მოითხოვს იგივეს, რათა განმტკიცდეს აზრი, რომ ოტომანთა ხელისუფლების პოლიტიკაში არ არის აგრესიული სურვილები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მიიღოს ზომები ოზურგეთის ოლქში თურქული ჯარების ძველი პოზიციებისკენ უკან დასახევად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ახალციხის ოლქში მცხოვრები მუსულმანების პოზიცია და არდაგანის საზღვრებთან შექმნას მშვიდი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კეთილდღეობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ქალაქ ყარსისა და ოლქის ევაკუაციის შენელების საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული პანიკა და არეულობა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ სილიბისტრო ჯიბლაძე კარგად იყო. ასევე სომხეთის კომისარი ბეკსადიანი იმყოფებოდა თბილისში, რადგან რუსეთში ბოლშევიკების მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი თურქეთის კავკასიის ფრონტის სარდალს მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას უგზავნის წერილს, რომელშიც მადლობას უხდის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისთვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6/19 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი თურქეთის კავკასიის ბრძოლების სარდალს – ვეჰიბ-ფაშას კონფიდენციალური წერილი მისწერა, რომელშიც ახსენებდა ტრაპიზონის მოლაპარაკების დროს დადებულ პირობას, თურქული ჯარების დარჩენას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საზღვრებში. მინისტრი მწუხარებას გამოთქვამდა თურქული ჯარის მიერ არდაგანის მხარეში საზღვრის დარღვევის ფაქტის გამო და იმედოვნებდა, რომ თურქული მხარე არსებული მდგომარეობის განსამუხტავად ზომებს მიიღებდა. წერილის სრულ ვარიანტს ტელეფონით დოქტორი ვახტანგ ღამბაშიძე გადასცემდათ, სასურველი იყო შინაარსს საზღვაო მინისტრი – რაუფ ორბეიც გასცნობოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი წერილს სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და სთხოვს მათ შეატყობინონ, იციან თუ არა ჩხიკვიშვილმა და ჯუღელმა, რომ მათ მოსაკლავად ტერორისტები არიან გაგზავნილნი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკმა პარიზში პოლიტიკურ კომისიას ბოლშევიკების მიერ თბილისში გამართულ მიტინგზე ვლასა მგელაძისა და სამსონ დადიანის დაჭერის შესახებ შეატყობინა. ხალხმა ისინი ქუჩაშივე გაათავისუფლა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი წერილით ატყობინებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ კომუნისტებმა ისეთი მდგომარეობა შექმნეს საქართველოში, რომ 26 მაისს არც ერთი ქართველი ქუჩაში არ გამოვა. შეცვალეს ეროვნული დროშა წითელი დროშით, თეთრი გიორგი კი ნამგალითა და უროთი ჩაანაცვლეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი ამხანაგებს – დიმიტრი ევგენის ძე ათაბეგს, ვიქტორ მაქსიმეს ძე ცინცაძესა და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძეს – ატყობინებს, რომ 1-3 მაისს დაიჭირეს კომიტეტის წევრები, მათ შორის: კირილე იესეს ძე ნინიძე, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე, ასევე ატყობინებს, რომ ამ დროისთვის თბილისის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვია და სთხოვს ზომების მიღებას, რომ დაჭერილები არ დახვრიტონ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის უფროსმა ნ. კანდელაკმა გამოაქვეყნა ბრძანება ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მდივნების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ბოლშვიკები აპირებენ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. ბაქო ინგლისელ კაპიტალისტებს გადასცეს, ახლა ჯერი მარგანეცზეა. ამ ხანებში როტერდამში აგზავნიან კომისიას: ნ. ნიკოლაძე, გ. ჟურული, პერსენაკი, კარპე მოდებაძე და ერთი რუსის შემადგენლობით. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჭიათურელმა მრეწველმა, ეროვნებით ბერძენმა ავგერონიმ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და აჰმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს დახმარებას უწევდნენ. ნოე ხომერიკი საყვედურობდა კომისიას, რომ მათგან საჭირო ინფორმაციას და ქმედებებს ვერ იღებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი მაისის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გიორგი წინამძღვრიშვილმა გამოაქვეყნა მოკლე მიმოხილვა წინანდალსა და თელავში გამართულ მეღვინეთა ყრილობების შესახებ.