რეგისტრირებული ფაქტები19584
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა კოოპერატიული საზოგადოება „კახეთის“ განცხადება, რომ საზოგადოება არსებობდა 1895 წლიდან და მასში 246 მევენახე იყო გაერთიანებული, მისი წევრობა შეეძლო ყველა კახელ მეღვინეს და იმათაც, ვინც ყოველ წელს ჩააბარებდა ნამდვილ კახურ ღვინოს. მთავარი კანტორა მდებარეობდა თბილისში, დამფუძნებელი კრების ქ. N5, ხოლო კახეთში ჰქონდა ბიუროები, თელავში − ალექსანდრე მაყაშვილთან, კარდანახში − ნიკოლოზ დარაშვილთან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილი თავდაცვის საბჭოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი და სამხედრო მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე სამხედრო სამსახურში მყოფ 1888, 1889 წწ. დაბადებულ ჯარისკაცთა შვებულებას და მათ ნაცვლად1895 წელს დაბადებულთა გაწვევას ეხებოდა. მობილიზაციით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ სასჯელი დაეკისრებოდათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 თებერვლის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გ. ა. წინამძღვრიშვილი წერს, რომ ვაზის მოსაწამლი საშუალებები, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) შემოდიოდა, ძალიან გაძვირდა. ომის გამო დაიკეტა სტამბოლის გზა და თითქმის შეუძლებელი გახდა მათი უცხოეთიდან მიღება, ამიტომ დამზადება დაიწყეს შინაურ (რუსეთის) ბაზარზე, რაც ხშირად უვარგისი მასალა იყო, თანაც ძალიან ძვირი. ამის გამო ვენახები შეუწამლავი რჩებოდა და ქართველ მევენახეებს დიდ ზარალს აყენებდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 ივლისის „ერთობაში“ ი. მაღლაკელიძე შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთაც შემოწირულობები გაიღეს ფრონტისთვის: პ. გველესიანი, ა. არაბიძე, ა. ბულეიშვილი, მ. აბრამიძე, გ. დევდარიანი, ლ. გოცაძე, ი. აბაშიძე, პ. ჭყოიძე, დ. გოგიაშვილი, ბ. შავდია, პ. რაბაროვსკი, დ. საკანდელოვი, დაშნიანი, ბ. ბურაკოვი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 ივლისს ი. მაღლაკელიძემ შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით „ერთობაში“ გამოაქვეყნა სია იმ პირებისა, რომელთაც შემოწირულობები გაიღეს ფრონტისთვის: სერგო ნებიერიძე, ი. მაღლაკელიძე, მ. ბუცხრიკიძე, არქიფო ქლიბაძე, ხ. ხავთასი, ოლღა შენგელია, ლ. ალავიძე, კ. ჩუბინაძე, კოლ. გეწაძე, ილარიონ შეყრილაძე, ჭ. ბაღდავაძე, კ. ბუაძე, ს. ჯოჯუა, უ. მუმლაძე, კ. თორთლაძე, ნოე კუხიანიძე, ს. ოქოევი, ბიკტორ საკანდელიძე, ი. ჟღენტი, ვ. კაპანაძე, ს. კობახიძე, იოსებ გუნცაძე, თ. მესხიშვილი და მაღრაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა რესპ. შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდლის, გენერალ კვინიტაძის ბრძანება. ტოვებს რა მთავარსარდლის პოსტს, იგი აღნიშნავს მეომრების გმირულ სამსახურს სამშობლოსადმი, იხსენებს წითელ ხიდთან ბრძოლას და სხვ., და მადლობას უხდის ჯარსა და სახალხო გვარდიას დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოეტი გრიგოლ რობაქიძე ამბობს, რომ რუსეთში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ველურებად მიიჩნევენ, რომელთა ხვედრიც გადაჯიშება ან გადაშენებაა, მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან: კავკასიელები უძველეს ხალხთა შთამომავლები არიან და თუ მათ თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცემათ, მსოფლიო კულტურა ამით მხოლოდ მოიგებს.
1952
ტიპი: ავტორობა
1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გიორგი ვეფხვაძის მეთაურობით გერმანიაში „ანტიბოლშევიკური პოლიტიკური კავშირი“ დაარსდა. ორგანიზაციაში მისი საქმიანობა არ ჩანდა, რადგან ისინი ცინცაძისა და ერნსტ ლევინის მოლაპარაკების შემდეგ აპირებდნენ გააქტიურებას.

