რეგისტრირებული ფაქტები86397
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში არჩილ ჯორჯაძე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას არ ემხრობოდა, რადგან ეეჭვებოდა ქართველ ხალხს დამოუკიდებლად პოლიტიკური ცხოვრება შესძლებოდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში მასთან მისული არჩილ ჯორჯაძე „ცნობის ფურცლისთვის“ რუსულად დაწერილი თავისი წერილის ქართულად თარგმნას სთხოვდა. თედოს თქმით, ჯორჯაძეს მთელი რიგი წერილების დაწერა ჰქონდა განზრახული და მათ გადმოქართულებაში თედოს სთხოვდა დახმარებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ შეხვედრილი არჩილ ჯორჯაძე მას თავისი რუსულად დაწერილი წერილების თარგმნას სთხოვდა, რადგან თვითონ ქართული დავიწყებული ქონია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში თედო სახოკია არჩილ ჯორჯაძეს ქართველთათვის ზურგშექცეულ ადამიანად თვლიდა, ამიტომ მისი სამშობლოში დაბრუნების განზრახვა მას ძალიან გაუხარდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე რაღაც ხნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული არჩილ ჯორჯაძე აქტიურად ჩაება საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანიზაციის საქმეში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაავალეს ქართული შრიფტის ჩამოსხმა, რომელიც სილმაზით გამოირჩეოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაავალეს ქართული შრიფტის ჩამოსხმა, რომელიც ეკონომიურობითა და ჩამტეობით გამოირჩეოდა.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 19 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ხატისოვი მესამე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ტერ-ასატუროვმა ასანთის ქარხანა გახსნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში ახალი წიგნი „სახალხო მეჯლისი“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, „ნემეცების კლუბის“ დარბაზში მოლიერის სამმოქმედებიან კომედიას „სკაპენის ცუღლუტობას“ (აკაკი წერეთლის თარგმანი) წარმოადგენდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის მეორე წიგნი „ალმანახი“ იანვარში დაიბეჭდებოდა.

