რეგისტრირებული ფაქტები86366
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ შეხვედრილი არჩილ ჯორჯაძე მას თავისი რუსულად დაწერილი წერილების თარგმნას სთხოვდა, რადგან თვითონ ქართული დავიწყებული ქონია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში თედო სახოკია არჩილ ჯორჯაძეს ქართველთათვის ზურგშექცეულ ადამიანად თვლიდა, ამიტომ მისი სამშობლოში დაბრუნების განზრახვა მას ძალიან გაუხარდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე რაღაც ხნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული არჩილ ჯორჯაძე აქტიურად ჩაება საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანიზაციის საქმეში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაავალეს ქართული შრიფტის ჩამოსხმა, რომელიც სილმაზით გამოირჩეოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაავალეს ქართული შრიფტის ჩამოსხმა, რომელიც ეკონომიურობითა და ჩამტეობით გამოირჩეოდა.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 19 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ხატისოვი მესამე ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ტერ-ასატუროვმა ასანთის ქარხანა გახსნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში ახალი წიგნი „სახალხო მეჯლისი“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, „ნემეცების კლუბის“ დარბაზში მოლიერის სამმოქმედებიან კომედიას „სკაპენის ცუღლუტობას“ (აკაკი წერეთლის თარგმანი) წარმოადგენდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის მეორე წიგნი „ალმანახი“ იანვარში დაიბეჭდებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სტაფილოვმა ცოლად მოყვანის მიზნით ლიზა ჭულარაევი მოიტაცა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რევაზ ბაკურაძის ეტლმა სარქის ბაბაევს გადაუარა და მოკლა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ბორისოვს სახაზინო რევოლვერი მოპარეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიკო გოგიჩაიშვილმა და ალექსი გოქაძემ შერვაშიძის მეეტლე გაქურდეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბროძელი საგუბერნიო ექიმის თანაშემწე იყო.

