რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 აპრილს ტარაპიზონში ოტომანთა საიმპერატორო დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ ორბეი სწერს თავმჯდომარეს, რომ ოტომანთა საიმპერატორო ხელისუფლება დაჟინებით იცავს 1918 წლის 21 მარტის დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ საკითხებს და სთხოვს ამიერკავკასიის დელეგაციას, მისცეს მას საბოლოო პასუხი ამასთან დაკავშირებით. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიკილაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ უარი თქვა წოდების მიღებაზე. წოდების მიღება თუ აუცილებელი იყო, მიიღებდა მას იქ, სადაც ეტყოდნენ, მაგრამ სანამ სადმე წოდების მისაღებ კომისიებს მოაწყობდნენ, მანამდე ითხოვდა ხელახლა ეშუამდგომლა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს მთავარგამგესთან იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასის მოწმობა, უფლებით გათანასწორებული იყო გიმნაზიებთან და 14 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ეს ყველაფერი მას უფლებას აძლევდა წოდების ხარისხის მიუღებლად დამტკიცებულიყო უმაღლესი დაწყებითი სკოლების მასწავლებლად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, რომელშიც ატყობინებს, რომ სროლა თურქეთის მხრიდან შეწყდება 21 საათსა და 30 წუთზე. ითხოვს დაუყოვნებლივ კატერს სურსათით, აგრეთვე დეტალურ ცნობებს თავდაცვის განსაკუთრებული დადგენილებების პაკეტის შესახებ. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს თბილისსა და ბათუმში სამხედრო მინისტრსა და მიხაილოვსკის სიმაგრის კომენდანტს, რომელშიც საჭიროდ მიიჩნევს შეწყდეს საომარი მოქმედებები, რადგან გაჩნდა იმედი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის განცხადება, რომ ის ჯარისკაცები, რომელთაც 26 აგვისტოდან საგანგებო სამხედრო სასამართლოების მიერ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი და, რომლებიც ფრონტზე გაიგზავნენ, სასჯელისგან პირობით განთავისუფლდნენ.
ტიპი: ავტორობა
1920 წელს გამოვიდა ევ. ნიკოლაძის „საქართველოს ისტორია“ (გამომც. „მერანი“. ქუთაისი) – სახელმძღვანელო საშ. სასწავლებლის VI კლასის მოწაფეთათვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა სტატია „ნარკვევი ჟურნალ-გაზეთებიდან“, რომელშიც გაკრიტიკებულია „ტიფლისკი ლისტოკი“ „პოლიტიკურ“ გაზეთად გადაქცევის გამო. მაგალითისთვის მოყვანილია ალექსანდრე შირსკის სტატია, რომელშიც ის წერს, რომ მოხალისეთა ჯარსა და მთავრობას შორის უპირატესობა მას უნდა მიეცეს, რომელიც რუსეთის დემოკრატიას წარმოადგენს.

