საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19042

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს ზეინაბ ზარქუამ ქრისტინე შარაშიძეს გორიდან თბილისში გაუგზავნა 8 მარტის მისალოცი ბარათი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ნინო ესებუამ პირადი წერილით შეატყობინა, რომ მისი ქართული ენის მასწავლებელი იყო ფატი ხუნდაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლიორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა რესპუბლიკის მთავარმართველობას აცნობა, რომ სახელმწიფო კონტროლი გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გაღებაზე თანახმა იყო.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წლის 27 მარტს თინათინ ენუქიძემ ქრისტინე შარაშიძეს შეატყობინა, რომ შეასრულებდა მის დავალებას.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს მოხსენებაში მინისტრთა საბჭოსადმი – რესპუბლიკაში არაქართველ მოქალაქეთა სწავლა-აღზრდის მოწესრიგების საკითხზე – ხაზგასმულია, რომ სკოლების რეორგანიზაციას ხელს უშლის არაქართველ მოწაფეთა მდგომარეობის გაურკვევლობა. სურთ თუ არა არაქართველ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეთ, შვილები იმ სასწავლებლებში დატოვონ, რომლებში სწავლებაც დედაენაზე იქნება, სამინისტროს ანკეტირების მიხედვით, თითქმის არავის უნდა საქართველოს მოქალაქეობა, ამავე დროს, დაჟინებით ითხოვენ, მთავრობამ გაუხსნას სრულუფლებიანი სკოლები სახელმწიფო ხარჯით. მინისტრთა საბჭომ უნდა გაარკვიოს, რა უფლებებს ანიჭებს სახელმწიფო არაქართველ მოქალაქეებს სწავლის საქმეში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა ცნობა, რომ გიმნაზიაში უცხო ენების მასწავლებელი ნინო ბარანოვსკაია მისივე თხოვნის თანახმად, განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან იმავე წლის 10 სექტემბრიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივლისს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ხონის საოსტატო სემინარიის შესახებ მოხსენებით წარდგა მინისტრთა საბჭოს წინაშე. პედაგოგიური საბჭოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სახურავის შესაკეთებლად და შესაღებად საჭირო იყო 3510 მანეთი. სამინისტრო მხარს უჭერდა თხოვნას და შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, რომ ხაზინიდან ეს თანხა გაეცათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მაისს მასწავლებელმა სამსონ ნუცუბიძემ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს მისწერა, რომ არასდროს განუზრახავს ხალხი განეწყო მთავრობის წინააღმდეგ ან მონაწილეობა მიეღო შეიარაღებულ გამოსვლებში. მსგავსი რამ მომავალშიც არ ჰქონდა განზრახული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მაისს მასწავლებელმა სამსონ ნუცუბიძემ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს მისწერა, რომ არანაირ შეიარაღებულ გამოსვლებსა და მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციებში მონაწილეობა არ მიუღია, რომ უდანაშაულოდ იყო დატუსაღებული, როგორც ბოლშევიკი, რის გამოც, მთავრობის განკარგულების თანახმად სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსონ ნუცუბიძემ პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა, შესაბამის უწყებასთან ეშუამდგომლათ, რომ სამსახურში დაებრუნებინათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მაისს დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლიდან ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობას მისწერეს, რომ სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, უმზადებდნენ მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების განცხადების ასლს და იმავე პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობის ოქმს ხსენებული მასწავლებლის სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერს სასწავლებლის გამგე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა. 

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელ ივნისს განათლების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა დიდი ჯიხაიშის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა ყოფილი მასწავლებლის, სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების შესახებ. სამინისტროს განცხადებას ხელი მოაწერა მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მიმართვა (23 მარტიდან N 42) და ამავე სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს საქმე. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიამ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა მიმოწერა კომისარ გასიევის მიერ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლიდან წაღებული ტყის მასალის დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ დირექტორი ი. ვ. აფაქიძე, განყოფილების უფროსი, საქმისმწარმოებელი დ. ბოკუჩავა. (ფანქრით მიწერილია თარიღი 3 დეკემბერი.)

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 თებერვალს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს, ივ. სანაყოევს წლის ბოლომდე ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან, წლის ბოლოს კი ან გაათავისუფლებდნენ, ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წლის 12 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ ლიზა ცაგარელსა და კოლია საღარაძეს მიულცა ქორწინებიდან 50 წლისთავი და საქართველოდან 28 წლით წასული შვილის – ლევიკოს დაბრუნება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 27 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საოსტატო ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. დიმიტრი უზნაძის მოხსენება საოსტატო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების შესახებ. მოხსენება მოიწონეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა 6 ფურცელი მიწერ-მოწერა მასწავლებლის ან. ბეჟანოვის შესახებ. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობის გამგეობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის N 54 შუამდგომლობა და დავით გიკაევის თხოვნის დოკუმენტი. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ოქტომბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ხელმძღვანელებს მისწერეს, რომ თუ ჯავის სასწავლებელში მშობლიურ (ოსურ) ენაზე სწავლა შეუძლებელი იყო, მაშინ სახელმწიფო ენაზე უნდა ეწარმოებინათ სასწავლო პროცესი, რადგან სახელმწიფო ენა სავალდებულო იყო. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 14 სექტემბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მის მიერ „ეხოში“ დაბეჭდილი წერილი მოეწონა. იგი კმაყოფილი იყო გაიოზის საქმიანობით.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 14 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს 9 სექტემბრამდე გამოქვეყნებული „პრავდა“ და „იზვესტია“ გაუგზავნა. მისწერა, რომ მადრიდში გასამგზავრებლად ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისგან ვიზის მიღებას ელოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 16 მარტს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძის მიერ „ეხოში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელსა და ვლადიმირ კირილოვიჩს ეხებოდა დადებითად შეაფასა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ამერიკელების ზეგავლენით ესპანეთში გერმანიიდან და იტალიიდან არავის უშვებდნენ. იქ მყოფი ცნობილი ფაშისტები და ნაციონალ-სოციალისტები სამხრეთ ამერიკაში გაგზავნეს. გადასახლების პროცესში ამერიკელებს ესპანელები დაეხმარნენ.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ესპანეთის ელჩებს შეხვდა, მაგრამ მათ საუბარს საქმისთვის სარგებელი არ მოუტანია. შეატყობინა, რომ მას სამჯერ ესტუმრა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ეგვიპტეში მოგზაურობდა.