რეგისტრირებული ფაქტები33131
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე რაშიუკინმა რიონში თავის დახრჩობა სცადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ჩიჩუა დეპუტატების ამომრჩევლების სიიდან ამორიცხეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში მ. ტ. ბალანჩივაძისას ქუთაისში სამკურნალო მასაჟის კაბინეტი ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საოლქო სასამართლოში გაზეთ „მნათობის“ ყოფილი რედაქტორის, რაჟდენ ვაჭრიძის საქმე უნდა განეხილათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ახალ კლუბში კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს კონცერტი უნდა გაემართა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვანო საათაშვილმა პიესა „დასჯილი“ ქართულად თარგმნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილია ივლიანე ანჯაფარიძის განცხადება, რომ არცერთი საარჩევნო ჯგუფის წარმომადგენლობა არ სურდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ბაქოს განყოფილების 1913 წლის ანგარიში და ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას მხოლოდ ერთი სკოლა ჰქონდა. ბიბლიოთეკაში სისტემატურად იმართებოდა ქართული წარმოდგენები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი, რომელშიც მადლობას უხდიდა ილია მირიანის ძე ჭყონიასა და გრიგოლ გურიელს, რომლებმაც დიდი ხარჯი გასწიეს და შეუცდომლად დაბეჭდეს „ქილილა და დამანა“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 თებერვალს ნ. გაბარაშვილმა დააკავა ზაქათალის ოლქის საპატიმროდან გამოქცეული ნორიოელი სანდრო (ალექსი) ცოფურაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლეო ქიაჩელის პიესის „სამი დედის შვილი“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნებართვა გასცეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ კალისტრატე ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო შეტანილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ერასტის ძე დარახველიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის თანამოაზრეების მიერ დარიგებულ ბიულეტინებში ივლიანე ანჯაფარიძის სახელიც უნებართვოდ იყო მოხსენიებული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იასონ გაბილაიამ ლანჩხუთში ლექცია წაიკითხა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს სვიმონ კვიტაშვილი 26-ჯერ დაესწრო, დავით თედეშვილი — 24-ჯერ, პავლე ქარუმიძე კი — 13-ჯერ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ვასილ ხუჭუა 26-ჯერ დაესწრო, ალექსანდრე გოცირიძე კი — 22-ჯერ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს მიხეილ კალანდარიშვილი 16-ჯერ დაესწრო, ივანე თურქია კი — 23-ჯერ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ევსევი ჩიხლაძე და რაჟდენ ნაცვლიშვილი 20-ჯერ დაესწრნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ვლადიმერ ახობაძე 22-ჯერ დაესწრო, კონსტანტინე ლორთქიფანიძე კი — 3-ჯერ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ხონში, ფოსტის პირდაპირ, ნესტორ იოსების ძე წერეთლის ახლად გახსნილ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული, რუსული სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა საქართველოს ეპარქიის სამზრუნველოს განცხადება, რომ ვისაც სურდა დეკანოზ დავით მაჭავარიანის რუსულიდან ქართული თარგმანის „სასწავლებელი კეთილმსახურებისას“ შეძენა უნდა მიემართათ სოლომონ გაბრიელის ძე ჩიტაძისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 17 მარტს თბილისის ქალაქის საბჭოს ახალ კრებას უნდა განეხილა ხმოსან იოანესიანის მოსაზრება, რომ ქალაქის სამდივნოსთვის მიენდოთ რეპორტიორების ანგარიშის შესწორება საბჭოს კრების შესახებ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკიტა ოსიფის ძე ემინი იკვლევდა, სწავლობდა და ერთმანეთს ადარებდა ქართულ და სომხურ ისტორიულ წყაროებს.

