რეგისტრირებული ფაქტები2119
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1946
ტიპი: მფლობელობა
1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთა ავტობიოგრაფიების მიხედვით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის ბინა მდებარეობდა თბილისში, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N46-ში.
1940
ტიპი: მფლობელობა
1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წელს საეტაპო სატრანსპორტო განყოფილების უფროსს, გენერალ-მაიორ ალექსანდრე გველესიანს ეკუთვნოდა მამალი ცხენი შავი, გრძელი თმით, წინა ფეხზე ნომრით 1744.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 10 იანვრისთვის თბილისის ხაზინასა და სახელმწიფო ბანკის თბილისის კანტორაში ანგარიში ჰქონდათ საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ თანამდებობის პირებს: კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს ეგზეკუტორ გრიგორიევს – 99 510 მანეთი და 70 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვს – 200 მანეთი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების უფროს კოირანსკის – 74 მანეთი და 46 კაპიკი; კავკასიის რკინიგზების მატერიალური სამსახურის უფროსის მოადგილე გ. ა. ხატისოვს – 635 763 მანეთი და 02 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების საქმეთა მწარმოებელ ბამოვს – 58 მანეთი და 02 კაპიკი.
1900
ტიპი: მფლობელობა
1897-1900 წლებში მიხეილის პროსპექტისა და ქსენიას ქუჩის კუთხეში ვაჭარ ფრიდრიხ ვეტცელის დაკვეთით სასტუმრო „ვეტცელი“ აშენდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.
1919
ტიპი: მფლობელობა
1919 წელს მურუსიძე და მაძღარაშვილი იყვნენ რკინიგზის ცენტრალური ფურნის მფლობელები.
1924
ტიპი: მფლობელობა
ალექსანდრე რევაზის ძე ბახუტაშვილის 1924 წლის საქმის მიხედვით, მას ჰქონდა სახლი თბილისში, ოქროყანის ქუჩაზე.
1919
ტიპი: მფლობელობა
1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, მიხეილ ბენდერსკი იყო ფრეილინის ქუჩაზე მდებარე „ჟოკეი კლუბის“ მეპატრონე.
1923
ტიპი: მფლობელობა
1923 წლის საქმის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ოთხმეზურს ჰქონდა სახლები ბათუმსა და ოზურგეთში.
1924
ტიპი: მფლობელობა
1924 წლის საქმის მიხედვით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილს ჰქონდა ორი დესეტინა მიწა და მეწაღის სახელოსნო ბორჩალოს მაზრაში.
1924
ტიპი: მფლობელობა
1924 წლის 3 ივნისს სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დაკითხა გამომძიებელმა ძაგანიამ. ის იყო 57 წლის. ჰქონდა 7 ქცევა მიწა, სახლი და დუქანი სამტრედიაში, სადაც ვაჭრობდა.
1924
ტიპი: მფლობელობა
1924 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძეს სამტრედიაში ჰქონდა საკუთარი სახლი და მიწა.
1923
ტიპი: მფლობელობა
1923 წლის 22 სექტემბერს ჩეკას მიერ დაკავებულ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძეს იმ დროს არც პირადი ქონება ჰქონდა და არც მუდმივი საცხოვრებელი თბილისში.

