რეგისტრირებული ფაქტები32717
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, კონსტანტინე აფხაზმა და ელისაბედ საგინაშვილმა საზოგადოებას 700 მანეთი შესწირეს. ამ თანხიდან 300 მანეთი ილია ჭავჭავაძის მოკვლის ადგილზე ჯვრის აღმართვას უნდა მოხმარებოდა, 400 – ილიას ყვარლის მამულის შეკეთებას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ელენე ივანეს ასულ ჭავჭავაძეს სთხოვა „ახალი კლუბის“ მიერ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე კოშკის შესაკეთებლად გამოგზავნილი 400 მანეთის თელავის განყოფილების გამგეობისთვის გადაცემა. მამული საზოგადოების თელავის განყოფილების გამგებლობაში იყო. იმ წელს იქაურ გამგეობას აუცილებლად უნდა დაეწყო მამულის მოწესრიგება და სხვა სამუშაოსთან ერთად კოშკის შეკეთებაც. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ იმ წლის 22 ივნისის სხდომაზე საადგილმამულო კომისიამ დაასკვნა შემდეგი: დაწესებულებების სუბსიდირება სკოლის შენობების ასაშენებლად და გასამართავად არ შედიოდა მის კომპეტენციაში, ამიტომ საზოგადოების თელავის განყოფილების თხოვნა, რომელიც ეხებოდა თელაველებისთვის თანხის გადაცემას ილია ჭავჭავაძის მამულში სკოლის ასაშენებლად, არ დაკმაყოფილდებოდა. რაც შეეხებოდა მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოწესრიგებას, ამისათვის შეიძლებოდა გარკვეული თანხის გამოყოფა, მხოლოდ იმის შემდგომ, რაც საადგილმამულო კომისიას გაეგზავნებოდა ცნობა, თუ რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სენაკის განყოფილების მიერ გაგზავნილი 1915 წლის აბედათის ბიბლიოთეკის ანგარიში მიიღო. ანგარიშის მიხედვით, ბიბლიოთეკა 1908 წელს გაიხსნა და მას მალაქია კიკალიშვილი და იონა ანჯაფარიძე ხელმძღვანელობდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლა სკოლების მეთვალყურემ, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის განმავლობაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 47-ჯერ დაესწრო ვარლამ ბურჯანაძე, 39-ჯერ – შიო დედაბრიშვილი, 37-ჯერ – იოსებ გიორგობიანი, 26-ჯერ – იპოლიტე ვართაგავა, 23-ჯერ – ნინო ნაკაშიძე, 14-ჯერ – ქრისტინე შარაშიძე და 8-ჯერ – ვასილ წულაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 2-ჯერ დაესწრო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, 44-ჯერ – დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, 42-ჯერ – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგებლობაში მხოლოდ ბათუმისა და კავკავის სკოლები დარჩა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკავის სკოლაში 5 განყოფილება იყო, 4 პედაგოგი ასწავლიდა და 340 მოსწავლე ჰყავდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის სამხედრო ხეიბართა კავშირის წარმომადგენელი, კაპიტანი ნემილოვი და ლეიტენანტი ბელავინი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ სამხედრო-სანიტარული კავშირის წარმომადგენლები – პროფესორი ვასილ რაზუმოვსკი და სანიტარული განყოფილების უფროსი ნ. ი. ტეზიაკოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდა ამიერკავკასიის სათადარიგო ჯარისკაცთა და მათი ოჯახების კომისარი გ. პ. მელიკ-კარაკოზოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში 6151 უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნი და ხელნაწერი იყო, 1921 წლის პირველი იანვრისთვის კი მათმა რიცხვმა 6176-ს მიაღწია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს კავკავის ქართულ თეატრში წარმოდგენები გამართეს ვალერიან შალიკაშვილმა, იუზა ზარდალიშვილმა და ნატალია ჯავახიშვილმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის სკოლას საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება ინახავდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად საჭირო სამუშაოს დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის გაგზავნა სთხოვა. თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზისა და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილის შემოწირული თანხის (700 მან.) ნაწილი, 400 მანეთი, თელავის განყოფილებას გადაეცემოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლაში 47 მოსწავლე სწავლობდა. იმის გამო, რომ სწავლის მსურველი მეტი ბავშვი იყო, მასწავლებელი ეკატერინე ბახტაძე საღამოობითაც ამეცადინებდა მოზრდილ მოსწავლეებს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს სამსონ მუმულია ასწავლიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლაში, რომელშიც სწავლა 212 დღეს გაგრძელდა – პირველ სექტემბერს დაიწყო და პირველ ივნისს შეწყდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ იანვრამდე ალექსანდრე ცირეკიძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 620 მანეთი ჰქონდა მიღებული, ვასილ ძინძიბაძეს – 225, გიორგი ჯაკობიას – 175, პროკოფი მუჯირს – 320.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ იანვრამდე სიმონ დიდიმამიშვილს ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიიდან 1400 მანეთი ჰქონდა მიღებული, ილია ტოროშელიძეს – 525, დავით ჩიქოვანს – 850, დავით ნიკიტინს – 75.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ იანვრამდე ქრისტეფორე ამილახვარს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 775 მანეთი ჰქონდა მიღებული, რაფიელ ნიჟარაძეს – 525, გრიგორ ოქროპირიძეს – 650, იაკობ რამიშვილს – 650, ალექსანდრე ციციშვილს – 600, ვახტანგ კოტეტიშვილს – 700.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 50 სხდომიდან არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი არც ერთს არ დასწრებია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ იანვრამდე ვალერიან ახვლედიანს ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიიდან 795 მანეთი ჰქონდა მიღებული, მალაქია გობეჯიშვილს – 1025, შალვა მოსიძეს – 850, დავით მელაძეს – 225, ქრისტეფორე რაჭველიშვილს – 825, ალექსანდრე სოლოღაშვილს – 250.

