რეგისტრირებული ფაქტები32221
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის მოვალეობის აღმსრულებელ შიო დედაბრიშვილის ჯამაგირის დანიშვნის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა კარიჭაშვილის ერთთვიანი შვებულების დროს დედაბრიშვილისთვის იმდენივე გადაეხადათ, რამდენსაც კარიჭაშვილი იღებდა, კერძოდ, 50 000 მანეთი (დადგენილების მიღებაში შ. დედაბრიშვილი არ მონაწილეობდა).
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა მომსახურე პირთათვის დახმარების მიცემას სურსათის შესაძენად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მომსახურე პირთათვის სურსათის შესაძენად ერთი მილიონი მანეთი სესხის სახით. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის მოვალობის შემსრულებელი: შ. დედაბრიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი პოლიტიკური განათლების საბიბლიოთეკო განყოფილება სთხოვს 3 მილიონის წიგნებს ნისიად. განჩინებით ამ თხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო განათლების კომისარიატის ოფიციალური მიმართავა. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე შიო დედაბრიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივლიანე გოგოლაშვილის თხოვნა, ავანსად მიეცათ 6 თვის დახმარება – 120 000 მანეთი. პრეზიდიუმის ცნობით, მას თანხა უკვე მიღებული ჰქონდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სენაკის განყოფილების გამგეობა აუწყებს, რომ ადგილობრივმა რევკომმა ჩამოართვა მას მაღაზია და სხვა ქონება და რჩევისთვის მიმართავს მთავარ გამგეობას. მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა კომისრისა და განათლების კომისარიატის წინაშე შუამდგომლობა ჩამორთმეული ქონების სენაკის განყოფილებისთვის დაბრუნების საკითხზე. ასეთივე პრობლემა ყოფილა ბორჯომის განყოფილებაშიც და გამგეობამ ამ საქმესთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა შუამდგომლობა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე ავალიშვილის თხოვნა 15 ივნისიდან თვენახევრიანი შვებულების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ავალიშვილისთვის ერთთვიანი შვებულება მიეცა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში შეგროვებული შვიდი ყულაბიდან ყველაზე მეტი თანხა – 104 მანეთი შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭოს მოლარის, დავით როსტომის ძე ჭუბაბრიას ყულაბაში აღმოჩნდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ დეხვირის სკოლის მასწავლებელ ლუკა გაბადაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 122.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 74.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ნიკოლოზ სულხანიშვილის ქვრივმა, ანამ ობლებისთვის წიგნებით დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, ქვრივისთვის საზოგადოების მიერ გამოცემული 50 000 მანეთის წიგნები და რვეულები მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საისტორიო საზოგადოების გამგეობამ წიგნების ანგარიშიდან ავანსად 40 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ილიას ძეგლის ადგილის შესაკეთებლად თანხის გადადების საკითხი განიხილეს. გამგეობამ ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და მოსაზრებების გამგეობისთვის წარდგენა ნინო ნაკაშიძესა და ქრისტინე შარაშიძეს დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობას დიმიტრი უზნაძემ 100 ცალი წიგნის, „ანრი ბერგსონის“ ნაღდი ფულით შეძენა სთხოვა. გამგეობამ უზნაძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თ. კიკვაძის მოხსენება დ. კარიჭაშვილის განმარტებასთან დაკავშირებით. მოხსენების განხილვა გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დიმიტრი უზნაძემ წიგნების ჰონორარის მომატებული ფასების მიხედვით გადახდა სთხოვა. გამგეობამ უზნაძისთვის გაყიდული წიგნების 20%-იდან თანხის მომატებული ფასების მიხედვით მიცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ქალაქის თვითმმართველობის სკოლების გამგე-კოლეგიამ მონტესორის სახელმძღვანელოს გამოცემა სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, მონტესორის ბროშურა სარეცენზიოდ სასწავლო კომიტეტისთვის გადაეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სპეციალური კომისიის მოხსენება ილიას ძეგლის ადგილის გამაგრების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ხელოვანთა კავშირის გამგეობისთვის მიეწოდებინა ცნობები ილიას ძეგლის მდგომარეობის შესახებ და მათთვის მიენდო ზომების მიღება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო მღვიმელმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 50 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, 25 000 მანეთი მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გიორგი ყაზბეგის ნივთების ჩაბარების საკითხი განიხილეს. ამ საკითხის მოგვარება მეთოდე კაკაბაძის ნაცვლად არჩეულ გამგეობის ახალ წარმომადგენელს, ლავრენტი სანაძეს დაავალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე რვეულების ფასის მომატების საკითხი განიხილეს. პრეზიდიუმის აზრით, ფასი 10 000 მანეთამდე უნდა გაეზარდათ. გამგეობამ ფასის 800 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მომსახურე პირებმა პურის რაციონისთვის განკუთვნილი თანხის გადახდა სთხოვეს. მუშებს პურით მომარაგება 20 ივნისიდან შეუწყვიტეს. საკითხის განხილვა გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას პავლე საყვარელიძემ „ქილილა და დამანას“ ერთი ეგზემპლარი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა საყვარელიძისთვის წიგნის 10 000 მანეთად მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა კოოპერატიული ბიბლიოთეკისთვის „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის 50 000 მანეთად დათმობის შესახებ. გამგეობამ ერთი ეგზემპლარის 100 000 მანეთად მიცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს არქივის დირექტორის, ვუკოლ ბერიძის თხოვნა არქივისთვის ქართველიშვილის გამოცემული ვეფხისტყაოსნის ერთი ეგზემპლარის უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ ბერიძის თხოვნა დააკმაყოფილა.

