რეგისტრირებული ფაქტები72439
სორტირება თარიღი მზარდობით
1940
ტიპი: თანამდებობა
1940 წელს ლევან ასათიანი იყო მოსკოვის გაზეთ „ლიტერატურნაია გაზეტას“ საქართველოს კორესპონდენტი.
1940
ტიპი: ორგანიზაცია
1940 წელს ივანე პაპასკირი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1940
ტიპი: თანამდებობა
1940-46 წლებში სოლომონ ცაიშვილი საქართველოს სახალხო ლიტერატურულ მუზეუმში სწავლულ მდივნად მუშაობდა.
1940
ტიპი: გარდაცვალება
1940 წლის 28 თებერვალს სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე ლავრენტის ძე ცქიტიშვილი გარდაიცვალა.
1940
ტიპი: გარდაცვალება
1940 წელს სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ილარიონ იაკობის ძე ხოჯავა გარდაიცვალა.
1940
ტიპი: თანამდებობა
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი 35 წლის განმავლობაში ემსახურა თბილისის ვაჟთა ქართულ სკოლას.
1940
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მეუღლე, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში იგი ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებს ატარებდა.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას რამდენიმე სტიპენდიატი ჰყოლია ქართულ ვაჟთა სკოლაში, ასევე რუსეთისა და ევროპის უნივერსიტეტებში.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი მუდმივად ეხმარებოდა გლეხებს წამლებით და მატერიალურად.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სოფელ ატენში გახსნილი სკოლის ხარჯები გაუყვიათ მარიამ ორბელიანსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი დახმარებით სოფელ ატენში გახსნილა სკოლა.