საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წელს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო მოსაწვევი ბარათი სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე დასაწრებად, სხდომა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას ეძღვნებოდა.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წელს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო მოსაწვევი ბარათი ალექსანდრე ჯანელიძის დაბადების 70 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომაზე დასასწრებად.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „წიწამური” დაიბეჭდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გამოცემულ პიესათა კრებულში.

1959

ტიპი: თანამდებობა

1959-1962 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს ანა ღვინიაშვილმა შეადგინა კრებული „ქართული საბავშვო ლიტერატურის მოამაგენი“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „ჩემი რჩეული”.

1959

ტიპი: თანამდებობა

1959 წლის დასაწყისში გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის IV ყრილობის მუშაობაში. საქართველოს სახალხო პოეტი ისევ არ აირჩიეს სსრკ მწერალთა მორიგი ყრილობის დელეგატად.

1959

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1959 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს საქართველოს სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გიორგი ნაკაშიძემ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბიუროს სახელით გამოაქვეყნა ნეკროლოგი აკაკი ჩხენკელის გარდაცვალების შესახებ.

1959

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1959 წელს გიორგი ლეონიძეს საქართველოს სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის მონოგრაფია „მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება“.

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 3 იანვარს გიორგი პავლეს ძე ერაძე აკაკი ჩხენკელის უბედური შემთხვევის შესახებ წერს. ამ შემთხვევიდან 2 დღეში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი პარიზში გარდაიცვალა.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის 17 იანვარს საღამოს 8 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დაგეგმილი იყო ალექსანდრე ჯანელიძის დაბადების 70 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯანელიძისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უნდა ესაუბრა მომხსენებელს, პეტრე გამყრელიძეს.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის 17 იანვარს ალექსანდრე ჯანელიძის დაბადების 70 წლისა და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომის ორგანიზატორები იყვნენ: სსრ მეცნიერებათა აკადემია, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტი და საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება.

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის აპრილში ვამეხ მაღლაკელიძემ გერმანიაში გამართულ სპორტულ შეჯიბრში გაიმარჯვა და ორი ჯილდო მოიპოვა.

1959

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1959 წლის 27 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და შეატყობინა, რომ 1500 წლის თავზე გამოსული „თბილისის ისტორია“ და „საქართველოს ისტორია“ გაუგზავნა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, არნოლდ ჩიქობავას უნდა წაეკითხა მოხსენება პროფესორ იოსებ ყიფშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, ვარლამ თოფურიას უნდა წაეკითხა მოხსენება „პროფესორ იოსებ ყიფშიძის შრომები ქართული ენის შესახებ“.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, მოგონებები უნდა წაეკითხათ: კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ლეონ მელიქსეთ-ბეგსა და გიორგი ჩიტაიას.