საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72134

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ამბროსი ივლიანეს ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშობდა.

1970

ტიპი: თანამდებობა

1970 წლის შემდეგ შალვა მაღლაკელიძე საქართველოს მწერალთა კავშირის იურისტი იყო.

1970

ტიპი: ღონისძიება

1970 წელს გორის სახელმწიფო თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის ზღაპარი-კომედია „ალიბაბა”.

1970

ტიპი: თანამდებობა

1970 წელს სერგო ზაქარიაძე პოზნანში რუსთაველის სახელობის 70-კაციანი თეატრალური დასის ხელმძღვანელი იყო.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ 5 კვლევიდან ერთი – „ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათა მეტყველება“ – აკლდა და გაგზავნა სთხოვა. მას ვ. ნოზაძის ნაშრომების საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემა სურდა.

1970

ტიპი: ღონისძიება

1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან ვლადიმერ ციბაძეს, გრიგოლ ტურაშვილს, ვალერიან თევზაძესა და ნიკოლოზ მათიკაშვილს ვიქტორ ნოზაძისგან მიღებული თამარ პაპავას წიგნი „გაბნეული საფლავები“ გაუგზავნა.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 29 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც განხილულის ილია ჭავჭავაძის თხზულება „კაცია ადამიანი“ და მისი პოეზია.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 29 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ერისთავის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსი „დის ქორწილზე“.

1970

ტიპი: გარდაცვალება

გიორგი იასონის ძე ოდიშელიძე 1970 წლის მაისში პარიზში გარდაიცვალა.

1970

ტიპი: გარდაცვალება

1970 წლის 7 ივლისს ივანე ტრიფონის ძე ბაქრაძე ლევილში დაკრძალეს.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 21 ივლისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ დისგან მოწვევის მიღების შემდეგ მეუღლესა და უფროს ქალიშვილ ნინოსთან ერთად საქართველოში გაემგზავრებოდა.

1970

ტიპი: გარდაცვალება

გენერალი გიორგი კვინიტაძე 96 წლისა გარდაიცვალა 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზთან ახლოს, შატუში.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 26 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ქოლერის ეპიდემიის გამო საქართველოში წასვლას ვეღარ ახერხებდა.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 26 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ ციალა გაბაშვილს მისწერა კერძო ხასიათის წერილი, რომლის მიხედვით, მან ციალას ადრეც მისწერა მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ის წერილი ყუთში ჩაგდებამდე დაუკარგავთ.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ ზუგდიდისა და მარტვილის მაზრებში გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის შესახებ.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ბაქრაძის უსათაურო წერილი 13 ოქტომბრის ღამით სამეგრელოს ცაზე შენიშნული წითელი ნათების შესახებ, რომელიც ჩრდილოეთის ციალის ანარეკლი უნდა ყოფილიყო.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ხონიდგან“ ქუთაისიდან ხონისაკენ მიმავალი გზების სავალალო მდგომარეობაზე.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბარათაშვილის წერილი „თბილისის გუბერნიის ბანკი“ 1864 წელს დიმიტრი ყიფიანის თაოსნობით დაარსებული ქართული ბანკის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“, ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის მაზრებში მესაქონლეობის განვითარების საკითხებზე.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „შუქურა“.

1971

ტიპი: თანამდებობა

1971-1987 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი იყო წიგნის პალატის დირექტორი.

1971

ტიპი: თანამდებობა

1971-1984 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე მოსკოვის კ. სტანისლავსკის სახელობის მუსიკალური თეატრის ბალეტმაისტერი იყო.

1971

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1971 წელს პოზნანში მიხეილ კვალიაშვილის პენსია ხელფასიანად თვეში 2300+575 ზლოტი იყო, ამას ემატებოდა ვირტუტი მილიტარის ორდენის 500 ზლოტი.

1971

ტიპი: ღონისძიება

1971 წლამდე მიხეილ კვალიაშვილს პარიზიდან პოზნანში მოსდიოდა ჟურნალი „ბედი ქართლისა“ და უნივერსიტეტის წიგნსაცავის ქართული კულტურის განყოფილებას აბარებდა.