საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1962

ტიპი: ორგანიზაცია

1962 წელს თინათინ ჯავახიშვილი მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა ზღაპარი-კომედია „ჭინჭრაქა”.

1962

ტიპი: თანამდებობა

1962-1969 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო გაზეთ „ლიტერატურნაია გრუზიას“ რედაქტორი.

1962

ტიპი: ავტორობა

1962-1972 წლებში გამოქვეყნდა ანა ღვინიაშვილის ნაშრომი „ნარკვევები ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიიდან“.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს დაიდგა იონა მეგრელიძის „ხელაშვილის ოჯახი“.

1962

ტიპი: გარდაცვალება

1962 წელს სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ დავითის ძე აბულაძე გარდაიცვალა.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსები სათურით „კობეგი მაგლარი”.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს გამოქვეყნდა ვარლამ ჟურულის ლექსთა კრებული „ვაზის ცრემლები”.

1962

ტიპი: თანამდებობა

1962 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანის ბაზრობაზე მუშაობდა.

1962

ტიპი: ღონისძიება

1962 წლის ზამთარში იოსებ ზაუტაშვილი პოზნანიდან გორში ჩამოვიდა და მარტში ისევ პოლონეთში დაბრუნდა.

1962

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1962 წელს სიმონ კობიაშვილის ქალიშვილი მაიკო, პროფესიით ინჟინერი, ამერიკაში მცხოვრებ რუს თავადს, შერემეტიევს გაჰყვა ცოლად.

1962

ტიპი: გარდაცვალება

1962 წელს სოფ. მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ ბესარიონის ძე არევაძე გარდაიცვალა.

1962

ტიპი: სტატუსი

1962 წელს ივანე შაიშმელაშვილს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1962

ტიპი: თანამდებობა

1962 წლიდან დიმიტრი ბენაშვილი იყო პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ევგენი ხარაძეს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საქართველოს შესახებ თავისი ნაშრომის რამდენიმე ფურცელი ნაჩქარევად დაწერა და მათი დაბრუნება სთხოვა შესამოწმებლად და შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბეჭდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

1962

ტიპი: გარდაცვალება

გრიგოლ ბერძენიშვილი გარდაიცვალა 1962 წლის 7 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 16 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ პოზნანში მუშაობდა განთქმული კარდიოლოგი, რომელიც ვარშავაშიც ჩადიოდა და შეეძლოთ, გიორგი ზაქარიაძის შვილი სამკურნალოდ მასთან მიეყვანათ.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 ივნისს შალვა აბრამიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი და მადლობა გადაუხადა დავით ბრეგვაძის ხელით „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალების (XV-XVI სს)“ გაგზავნისთვის.

1962

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე ჭეიშვილი გარდაიცვალა 1962 წლის 6 სექტემბერს.

1962

ტიპი: გარდაცვალება

პეტრე ბახტურიძე გარდაიცვალა 1962 წლის 17 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის ზღაპარი-კომედია „ჭინჭრაქა”.

1963

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლეონიძის თაოსნობით რუსეთში, ვორონცოვის არქივში აღმოაჩინეს მე-17 საუკუნის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „ელდარის მზე“.