რეგისტრირებული ფაქტები79680
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბეგლარ ლევანის ძე ფაღავა სევერიან ბეგლარის ძე ფაღავას მამა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეშა გელას ასული ფაღავასი სევერიან ბეგლარის ძე ფაღავას დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სალომე ხახუს ასული ფაღავა სევერიან ბეგლარის ძე ფაღავას მეუღლე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სევერიან ბეგლარის ძე ფაღავას სოფელ ბანძაში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შალვა ივანეს ძე დავითაშვილი მარიამ დიმიტრის ასული დავითაშვილის შვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე გრიგოლის ძე დავითაშვილი მარიამ დიმიტრის ასული დავითაშვილის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 1-ელ თებერვალს წმ. ნინოს სასაფლაოს ეკლესიაში მარიამ დიმიტრის ასული დავითაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი მდივანი ვალერიან ბურჯანაძე, წევრები: სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მომარაგების სამინისტრომ (მინისტრი გიორგი ერაძე) თბილისის გამგეობის სასურსათო განყოფილებას საზღვარგარეთ 2500 ფუთი შვეიცარიული ყველის გატანის ნება დართო. პირველ რიგში, 500 ფუთი ყველი კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) უნდა გაეტანათ, დანარჩენი 2000 ფუთი − იტალიაში. მოგების 40% სასურსათო განყოფილებას მომარაგების სამინისტროსთვის უნდა გადაეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინადადება მისცა ერობებს, ჯარში გაწვეულთა ღარიბ ოჯახებს 1000-დან 2000 მანეთამდე დახმარებოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მინდობოდა დამფუძნებელი კრებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილი დეკრეტის პროექტის წარდგენა საარჩევნო სიების გარანტიების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენების შემდეგ მთავრობამ დააკმაყოფილა ჩერეპანოვის შუამდგომლობა გვარის შეცვლის შესახებ და მას რიმნისთველის გვარის ტარების ნება დართო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენება გასპაროვისთვის გვარის შეცვლის თაობაზე. მთავრობის დადგენილებით, გასპაროვს მესხელის გვარის ტარების უფლება მიეცა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 1-ელ თებერვლამდე მიხეილ სპირიდონის ძე მაჭავარიანი ნავსადგურთა სამმართველოს ინჟინერ-მშენებელი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 1-ელი თებერვლიდან ნავსადგურთა სამმართველოს ინჟინერ-მშენებელი მიხეილ სპირიდონის ძე მაჭავარიანი დაინიშნებოდა ამავე სამმართველოს უფროსის თანაშემწედ.
1921
ტიპი: მფლობელობა
1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბელი ფლობდა ბინას მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N9, ბინა 1.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენა კონსტანტინეს ასული მაჩაბელი ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ვასილის ძე მაჩაბელი ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის ძმა იყო.