საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები77625

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის წინადადება, დაეგირავებინათ 8 მილიონი მანეთის წიგნები კოოპერატიულ ბანკში და დაებეჭდათ„დედა ენის“ I ნაწილი 15 ეგზემპლარად, რადგან მას სახელმწიფო გამომცემლობა არ ბეჭდავდა. გამგეობამ ბანკთან მოლაპარაკება ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის მარტში ალექსანდრე ჯანდიერის საქმეზე საქართველოს ჩეკამ თელავში დაკითხა რომან ყანჩაველი, ზაქარია მეღვინეთუხუცესი, ილია გოგნიაშვილი, ივანე ექვთიმიშვილი, ფირუზ სარქისაშვილი (იგივე ჩლუკიშვილი), რომელთა ჩვენების საფუძველზე ჯანდიერს ბრალი დაუმტკიცდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის მარტში ალექსანდრე ჯანდიერს მოუწყვეს დაპირისპირება სარქისაშვილთან, რომელმაც ხელი დაადო ჯანდიერს, როგორც ქაქუცას ბანდის ხელშემწყობს.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის მარტში საქართველოს ჩეკას მიერ დაკითხული გრიგოლ გვერდწითელის ჩვენების მიხედვით, ალექსანდრე ჯანდიერი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბიძაშვილი დედის მხრიდან.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის მარტში საქართველოს ჩეკამ დაკითხა გრიგოლ გვერდწითელი. ის ადანაშაულებდა ალექსანდრე ჯანდიერს, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანდას ტანსაცმლით, თამბაქოთი და ნივთებით ამარაგებდა. მისი ჩვენებით, ჯანდიერმა ქაქუცას მაუზერი შეაკეთებინა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის მარტში ალექსანდრე ჯანდიერის ჩვენების საფუძველზე დააკავეს ფირუზ ჩლუკიშვილი (სარქისაშვილი) და ივანე ექვთიმიშვილი (ჯიგუნის ბიჭი).

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის მარტში ალექსანდრე ჯანდიერის საქმეზე საქართველოს ჩეკას მიერ თელავში დაკითხული რომან ყანჩაველი, ზაქარია მეღვინეთუხუცესი, ილია გოგნიაშვილი, ივანე ექვთიმიშვილი და ფირუზ სარქისაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 2 მარტს ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე ხელმეორედ დააკავეს საკუთარ სახლში, თელავში, აბანოს ქუჩა N9-ში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 მარტს, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ამბროსი გაჩეჩილაძე დაკითხეს. მის ჩვენებაში საუბარია ილარიონ რუხაძესთან შეხვედრის დეტალებზე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 3 მარტიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურის, გრიგოლ ბურჭულაძის, ხელფასი 40 მანეთით განისაზღვრა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის დადგენილებით, გრიგოლ ბურჭულაძე თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურედ დაინიშნა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 7 მარტს დაკავებული ალექსანდრე გიორგის ძე ჯანდიერი პირველად თელავის პოლიტბიუროში დაკითხეს. მან აღიარა, რომ ადრესატებს წერილებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დავალებით გადასცემდა, მაგრამ უარყო ბანდისთვის ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების შეძენა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 8 მარტს გამოძიების მიმდინარეობისას 16 კაცი, მათ შორის ამბროსი გაჩეჩილაძე, თელავის გამოსასწორებელ სახლში გადაიყვანეს.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 12 მარტს, 13:20 საათზე, დაიწყო მორიგი სასამართლო სხდომა კათალიკოს ამბროსისა და საკათალიკოს საბჭოს წევრების საქმეზე. დაცვის ადვოკატი კირილე ნინიძე აცხადებდა, რომ მუშაობისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდათ, კერძოდ, პრესაში ვრცელდებოდა წერილები, რომლებშიც დაცვის ადვოკატებს სინდისით მოვაჭრეებს უწოდებდნენ, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ – „დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას უშვრებიანო“. დაცვის მხარე ამ გარემოებათა შესახებ სასამართლოს წერილით მიმართავდა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, არალეგალმა ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ თელავში მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია დააარსა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარი წევრები – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე და შალიკო ხელიაშვილი – ეწეოდნენ აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, თუმცა პარტიული ჯგუფის (უჯრედის) კრების მოწვევა მხოლოდ 2-ჯერ შეძლეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 მარტს გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია ქუთაისში, ქუჩაში, აგენტურული შეტყობინების საფუძველზე დააკავეს. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ ის ნაციონალ-დემოკრატების სამხედრო ორგანიზებისათვის მუშაობდა. ინფორმატორმა ეს ამბავი ალექსანდრე გვასალიას სიტყვებიდან შეიტყო. ქუთელიას კონტრრევოლუციურ საქმიანობაში დასდეს ბრალი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარი წევრები იყვნენ: ფირუზ ივანეს ძე გაგნიძე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე და შალიკო ხელიაშვილი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარმა წევრებმა – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძემ, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძემ და შალიკო ხელიაშვილმა – სულ დააკავეს არალეგალურ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებული 20 პირი. დადგენილებაში არის რეკომენდაცია, რომ დაკავებულები გადაეგზავნათ საქართველოს ჩეკაში თბილისში. რეკომენდაცია შესრულდა 17 მარტს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

ივანე პეტრეს ძე ხოშტარია 1924 წლის 18 მარტს 28 წლის დააპატიმრეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 19 მარტს ალექსანდრე ჯანდიერს მიუსაჯეს პატიმრობა თელავში და საქმე ძიებას გადასცეს.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გაწევრიანდა სტუდენტურ ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც იყვნენ: გედეონ დავითის ძე სვანიძე, გია აბაშიძე, ვლადიმერ (ვალოდია) ნიკიფორეს ძე ზამბახიძე, ნადია ბერულავა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს დაკავებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ის შევიდა სტუდენტურ ორგანიზაციაში, რომლის წევრები იყვნენ: გედეონ სვანიძე, გია აბაშიძე, ვალოდია ზამბახიძე და ნადია ბერულავა. ჭელიძე აირჩიეს ორგანიზაციის ფინანსური სექციის უფროსად. ამ ადგილზე რამდენიმე თვე იმუშავა და შვებულებაში გავიდა, რის შემდეგაც დააკავეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 20 მარტს გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე საქართველოს ჩეკამ რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში დააპატიმრა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 30 მარტს საქართველოს ჩეკას მიერ დაპატიმრებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე დასაკითხად თბილისში გადაიყვანეს.