საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები79680

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს კორნელი სამსონის ძე კეკელიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ისტორიკოსი სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943-1953 წლებში გიორგი ნატროშვილი მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების” პასუხისმგებელ მდივანად.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წელს ნინო დოლიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943-1944 წლებში სიმონ მთვარაძე მუშაობდა რაიაღმასკომის პასუხისმგებელ მდივნად საგარეჯოში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა ბორის ჩხეიძის მოთხრობა „ომგადახდილი”.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე შანიძის „საბრძოლო სიმღერები”.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წელს დიმიტრი ჯანელიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს დიმიტრი ჯანელიძე მუშაობდა საბავშვო რადიოგადაცემის მთავარ რედაქტორად რადიოკომიტეტში.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943-1944 წლებში დიმიტრი ჯანელიძე მუშაობდა სსმკ გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების” განყოფილების გამგედ.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს დიმიტრი ჯანელიძე დაინიშნა თეატრისმცოდნეობის კათედრის გამგედ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანელიძის ნაშრომი „ქართული თეატრის ხალხური საწყისები”.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წელს გიორგი გაბუნია გახდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა გიორგი გაბუნიას „ორჯონიკიძის ხმალი”.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943-1950 წლებში სოლომონ ხუციშვილი მუშაობდა ბარათაშვილის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას მოთხრობა „პატარა გმირი”.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წელს გრიგოლ ჩიქოვანი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიამ დაწერა „ჩემი ავტობიოგრაფია“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ვრცელი მოგონება აკაკი წერეთელზე მას ჩაურთავს თავის ნაწერში „ჩემი თავგადასავალი“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავამ დაწერა ავტობიოგრაფია.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ყავდა მამა, სპირიდონ ფანცხავა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი სპირიდონი სოფელ წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ჰყავდა დედა, მაკრინე იოსელიანი-ფანცხავა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომანოზი.

1943

ტიპი: სახელი

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იაკობის უფროს ძმას, რომანოზს, ჰქონდა ფსევდონიმი ხომლელი.