საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1972

ტიპი: გარდაცვალება

1972 წლის 13 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II სიონის ტაძარში დაკრძალეს.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წლის 10 აპრილს მაიკო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანიდან შვეიცარიაში გაემგზავრა, საიდანაც ერთი დღით ლონდონში უნდა ჩასულიყო და ნათლია, ვიტალი უგრეხელიძე, მოენახულებინა.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წლის 15 მარტს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის შრომების საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაგზავნა 1 400 ზლოტი დაუჯდა.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას მოთხრობა „შამილი და მისი ნაამბობი“.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილთან მიმოწერაში საინგილოს თათრებისთვის გადაცემისთვის აუგად მოიხსენიებდა სერგო ორჯონიკიძეს.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძე პოლონეთში მყოფ ქართველ პარტიზანებზე ინფორმაციას აგროვებდა.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილი საქართველოში ჩამოსვლას და კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სთან შეხვედრას გეგმავდა. მას თავისი შრომის „ქრისტიანობის ისტორია საქართველოში“ პატრიარქისგან მიღებული ინფორმაციით შევსება სურდა.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პროფესორ იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძეს მიაწოდა ცნობები ვარშავაში მცხოვრები მთავარმართებლის, ალექსანდრე იმერეტინსკის შესახებ.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პროფესორ სურგულაძის თხოვნით პოლონეთში მყოფი ქართველი პარტიზანების შესახებ ინფორმაციისთვის ვარშავაში ანტონ სანოიცას მიმართა.

1972

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, ციცი ბუქურაული გაიცნო.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა მეუღლესთან ერთად 3 თვით საქართველოში ჩამოსვლის ნებართვა მიიღო.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში მიიღო რევაზ ბარამიძის ახალი წიგნი „ქართული საისტორიო პროზა“.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წელს თბილისში რევაზ გრიგოლის ძე ბარამიძის წიგნი „ქართული საისტორიო პროზა“ გამოიცა.

1972

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1972 წელს, საქართველოში ყოფნისას, მიხეილ კვალიაშვილი მეუღლესთან ერთად ესტუმრა შალვა ამირანაშვილს, რომელმაც თავისი წიგნი „საქართველოს ხელოვნება“ აჩუქა ავტოგრაფით.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წელს ლონდონში პოლონურ ენაზე გამოიცა დევიდ ლენგის წიგნი „ძველი საქართველო“.

1972

ტიპი: თანამდებობა

1972-1985 წლებში ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1972

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1972 წელს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს რსფსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1971

ტიპი: გარდაცვალება

ალიო მირცხულავა გარდაიცვალა 1971 წლის 16 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1971

ტიპი: ღონისძიება

1971 წლის 11 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში ლევან გოთუას „მითრიდატეს“ I ტომი მიიღო.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წლის 11 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება თავის სოფელში, მოხისში, სურდა.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წლის 11 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მომავალ თვეში საქართველოდან ესტუმრებოდნენ და, ბიძაშვილი ნინო მდივანი და კატო ზალდასტანიშვილი.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წლის 23 მარტს ქრისტინე შარაშიძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა ყოფილი მოსწავლის, ბაბოს შვილს, ილიკოს, ბაბოს გარდაცვალების გამო.

1971

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 მარტის გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და თბილისის სასულიერო სემინარიაში იყიდებოდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ქადაგებათა მორიგი კრებული – „სიტყვანი და მოძღვრებანი“.