რეგისტრირებული ფაქტები75311
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 6 თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის ორმოცი დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 დეკემბერს სანაპირო რაზმის ლეიტენანტი ივანე ვასილის ძე ზედგინიძე დაიღუპა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია ილიას ასული ნათიძე დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 9 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს ქუთაისში, წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 7 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს საკუთარი ბინიდან (პეტრე დიდის ქუჩა N22) ქუთაისში გადაასვენებდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პლატონ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი სენატის თავმჯდომარე დავით ხელთუფლიშვილის ძმა იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 4 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი გარდაიცვალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო ნიკოლოზ ჭიჭინაძის მამულს ყიდდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის ვაჭრებმა იერემია გულაზოვი ობოლთა სასამართლოს წევრად აირჩიეს.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე იაკობის ასული ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია იაკობის ასული ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ნოემბერს ალესანდრე თოიძე ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლონდონის“ მეპატრონე გახდა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ნათიძე დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის შვილიშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვერა აბრამის ასული ნათიძისა დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის რძალი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ნათიძე დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის ვაჟი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სვიმონ ნათიძე დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძის ვაჟი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 1-ელ თებერვლამდე მიხეილ სპირიდონის ძე მაჭავარიანი ნავსადგურთა სამმართველოს ინჟინერ-მშენებელი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაიმართა თავდაცვის ფონდის მთავარი გამგეობის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: ახლად არჩეული გამგეობის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი აფხაზი და ალექსანდრე ჟორჟოლიანი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო ყიდდა გაბრიელ და მიხეილ იასეს ძე სულხანოვების მამულს, რომელიც თბილისში მდებარეობდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, არქიმანდრიტ მაკარ ბესარიონის ძე ყიფშიძეს საეკლესიო ნივთები არ მიუსაკუთრებია.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე ბერძენოვი სასამართლომ ცილისწამებაში დაადანაშაულა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე ბერძენოვმა არქიმანდრიტი მაკარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრიდან ძვირფასი ნივთების წაღებასა და მისაკუთრებაში დაადანაშაულა.