რეგისტრირებული ფაქტები72439
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს მამია ორახელაშვილი იყო ამიერკავკასიის სახელმწიფო კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარე.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 1 ნოემბერს ანესოგლიანი საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ერევანში.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს კაიბოვი იყო ბაქოს საბჭოსთან არსებული დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ახალციხის სამაზრო კომიტეტის მდივანი იყო ალექსანდრე ცეხაძე, ხოლო მდივანი – სტეპანიანი.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის პირველ ნოემბერს მომხდარი მიწისძვრის გამო ლენინაკანში ექიმი ალიევის ხელმღვანელობით აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის რაზმი ჩავიდა
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის პირველ ნოემბერს კავკასიაში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუღელმა მიიღეს.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ცენტრალური საკონტროლო კომისიის პლენუმის გადაწყვეტილებით, სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ ფელიქს ძერჟინსკის გარდაცვალების შემდეგ მის ადგილას დაინიშნა ვალერიან კუიბიშევი. ცენტრალური საკონტროლო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგო ორჯონიკიძე, მისი კანდიდატურა წამოაყენეს მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრის თანამდებობაზეც.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ცსკ-ის პლენუმის გადაწყვეტილებით სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ფელიქს ძერჟინსკის სიკვდილის შემდეგ მის მაგივრად ვალერიან კუიბიშევი დაინიშნა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ვოლხოვსტროის სამუშაოების უფროსი ინჟინერი იყო გ. ო. გრაფიტო, ხოლო მისი მოადგილე – ვ. გ. ჯიქია.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის ნოემბერში საქართველოს საოლქო სასამართლომ ბრალდებულ ევგენი გერასიმეს ძე პაჭკორიასა და ჯიტო (აკაკი) ქარდავას მიუსაჯა დახვრეტა შეიარაღებული ძარცვის გამო.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 11 ნოემბერს სამხედრო ტრიბუნალს ვლადიმერ იაკობის ძე პეტრაშევსკის საქმე უნდა განეხილა. მას ბრალად ედებოდა აფერისტობა, ყალბი საბუთების შედგენა და სხვ. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კოჯრის სატყეო ტრესტის საწყობის გამგე ბურდულს ბრალად ედებოდა 1200 მანეთის გაფლანგვა, რაც არ დადასტურდა.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კოჯრის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე შალამბერიძეს, გამგეობის წევრებს სურმავასა და გოგელიას, ასევე ბუღალტერ კანკავა-„ფარულავას" ბრალად ედებოდათ სახელმწიფო ქონების მითვისება და დიდი ოდენობით საქონლის ნისიად გაცემა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის ნოემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმასკომის ბიუროს პრეზიდიუმის წევრმა სავლე ბრეგვაძემ კალმისტარი და სამელნე უმიზეზოდ ესროლა ბიუროს თანამშრომელს. თანამშრომლები მის დასჯას მოითხოვდნენ.