რეგისტრირებული ფაქტები79680
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N20) ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ შაქრის ბარათის მიღება შეიძლებოდა შემდეგ ადგილებში: სამთო უბანი, რეალური სასწავლებელი, ცენტრალური უბანი, ბალახვანის ქუჩა – სარაიონო კომისართან, წყალგაღმა უბანი, ორპირის ქუჩაზე – კომისრის სამმართველოს გვერდით; არქიელის გორაზე – ილია შვანგირაძესთან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტმა სურსათის გადასაზიდად რამდენიმე ფურგონი მიიღო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, ხარაგაულში (სადგ. ბელაგორი) 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო გრანდიოზული ეროვნული საღამო-სეირნობა, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ აკაკი პაპავა, ვასო ურუშაძე და პოეტი სვიმონ ფაშალიშვილი. საღამოს დასასრულს გაიმართებოდა ცეკვა და ვახშამი. შემოსავლის ათი პროცენტი ადგილობრივი სახალხო სახლის ფონდის გასაძლიერებლად უნდა გადადებულიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N20) ცნობით, რიონის სადგურზე დაიჭირეს მეძმარიაშვილის ქალი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით ბილეთებს ყიდდა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ცნობით, 22 აგვისტოს გაქურდეს სოფიო ჩარკვიანის ბინა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ცნობით, მოცეკვავე სტუდენტი ნანიაშვილი ცეკვის დროს რევოლვერით ფეხში დაიჭრა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, მოსკოვში კონტრ-რევოლუციონერთა გამოსვლას ელოდებოდნენ, რომელთა მიზანი მიხაილ ალექსანდრეს ძე რომანოვის ტახტზე აყვანა იყო. შემდგა საზოგადოების მხსნელი კომიტეტი.