საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1962

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 30 დეკემბრის ღამეს მენშევიკებმა ორი გასროლით მოკლეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე (ტყვიები მოხვდა თავისა და გულის არეში). გვამი იპოვეს მტკვრის პირას, ბორნის ახლოს. გარდაცვლილი გამოასვენეს საკუთარი ბინიდან (პლეხანოვის N129) 1924 წლის 3 იანვარს, დღის სამ საათზე.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წლის 18 თებერვალს, 17 საათსა და 30 წუთზე, გარდაიცვალა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი, საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი სერგო ორჯონიკიძე.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წლის მაისში გარდაიცვალა ძველ ბოლშევიკთა საზოგადოების წევრი მიხაილ ოლმინსკი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წელს გარდაიცვალა ხელოვნების კულტურული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 2 მაისს გარდაიცვალა მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს, მერვე შრომის პედაგოგიური საბჭოსა და მშრომელთა დამხმარე კომიტეტის წევრი ალექსანდრე ჭოხონელიძე.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 22 მარტს, 8 საათსა და 10 წუთზე, გარდაიცვალა დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 25 იანვარს კარდიოსკლეროზით გარდაიცვალა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომიტეტის საბჭოსთან არსებული კონტროლის კომისიის თავმჯდომარე ვალერიან ვლადიმერის ძე კუიბიშევი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა საკ. კ.პ.(ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატი, სსრ კავშირის ცაკ-ის წევრი, ა.-კ. ს.ფ.ს. რესპუბლიკის ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი, თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე სიმონ პილატეს ძე ჯუღელი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის აპრილში გარდაიცვალა პეტრე გერმოგენის ძე სმიდოვიჩი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის აგვისტოში გარდაიცვალა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული კონტროლის კომისიის წევრი ტროფიმე კუბარი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა ალექსანდრე შირვან-ზადე.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 9 აგვისტოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მეტის რაიონში (საფრანგეთი) გარდაიცვალა სსრ კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლობის მრჩეველი საფრანგეთში, ამხანაგი დივილოვსკი.

1934

ტიპი: გარდაცვალება

1934 წლის მაისში გარდაიცვალა ს.ს.რ.კ.-ის გაერთიანებული სახელმწიფო-პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე, საკ. კ.პ. (ბ) ც.კ.-ის წევრი ვიაჩესლავ მენჟინსკი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილი დახვრიტეს როგორც „აგვისტოს ავანტურის“ მონაწილე. დახვრეტის შესახებ ანკეტა შევსებულია 1961 წლის 23 ივლისს.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 მარტის საგანგებო კომისიის დადგენილებით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ანტიპარტიულ მუშაობას ეწეოდა და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. დახვრიტეს ვასილ კიკვაძესა და გრიგოლ ურუშაძესთან ერთად.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 1-ელი ივნისის ღამეს ავლაბარში სისხლის სამართლის მილიციის აგენტი ნიკა სიყმაშვილი მოკლეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივნისში ბოტანიკური ბაღის ქუჩაზე აღმოაჩინეს მირ-ჰაჯი-აბდულ ოღლის გვამი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივნისში სისხლის სამართლის მილიციას ბაშირ-ჯალილ-ოღლი კომისარიატში მიჰყავდა. მან გაქცევა დააპირა, რა დროსაც იგი მოკლეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივნისში მცხეთის ჯვრის მონასტერთან ახლოს მილიციამ მოკლა ფირან ზანდუკელი, რომელსაც დიდი ხანი ეძებდნენ. ასევე დაიჭირეს ბერი, რომელმაც მისი ადგილსამყოფელი დამალა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

სოფ. აცანაში გარდაიცვალა აფთონ ჩხაიძე, ფერშალთა უუფლებო მდგომარეობის თავგამოდებული დამცველი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რკინიგზის ხაზთან, შტაბისკენ მიმავალ პირველი რაიონის გვარდიელ მელქისედეკ ბურჭულაძეს უკნიდან ესროლა ვიღაც შავკანიანმა. დაღუპულს ტყვია კეფაში ჰქონდა მოხვედრილი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დახვრიტეს როსტომოვი, 1918 წელს გორში მოკლული ოფიცრის მკვლელი. 

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ცნობილი პედაგოგი ლუარსაბ ბოცვაძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს ბორჩალოში ცნობილი ყაჩაღი შიაკირ იზმაილ-ოღლი მოკლეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივლისში პასტეროვისა და პლეხანოვის ქუჩის კუთხეში ინგლისელმა ჯარისკაცებმა მოკლეს მეშვიდეკლასელი დანიელ ნარსია.