საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის” რედაქციამ მიიღო პროფესორ არტურ ლაისტის მიერ ბერლინში გერმანულ ენაზე შედგენილი წიგნი „საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო მდგომარეობა“. იგეგმებოდა თარგმანის გაზეთში გამოქვეყნება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ოქტომბრის „საქართველოს მოამბეში" გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას ახალშობილ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე. მოხსენების შემდეგ მსჯელობა გაიმართებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს საჩხერეში დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე ჭოღოშვილის განცხადებით 30 ოჯახის კარ-მიდამო და ქონება დაიწვა. დაზარალებულები ქუჩაში დარჩნენ. დაზიანდა კულტურული დაწესებულებებიც: თეატრი, კოოპერატივი და სამკითხველო. დამხმარე კომიტეტმა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას დაზარალებულების დასახმარებლად პარლამენტის წინაშე შუამდგომლობა სთხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რესპუბლიკის ციხეთა ინსპექტორი ივანე იაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის საპყრობილის უფროსის, ჩიქოვანის დაპატიმრებას ატყობინებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთი „გოლოს რაბოჩეგო“ (Голос рабочего) საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარყოფითი აზრის წერილის დაბეჭდვის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის განკარგულებით დახურეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 19 იანვარს გამართული ქართული შრიფტის შემსწორებელი კომისიის კრებაზე მხატვარ დიმიტრი შევარდნაძეს შრიფტის რედაქტირება და დახატვა დაევალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა ამხანაგმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს ალიმარდან-ბეკ ტოპჩიბაშევს მისალოცი დეპაშა გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მისალმებისა და მილოცვის წერილები მოუვიდა ახალქალაქიდან (ერობის თავმჯდომარე ფაჩულიასგან), სიღნაღიდან (ერობის თავმჯდომარე ახმეტელაშვილისგან) და სოხუმიდან (ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთაგან).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს კონსულმა ოდესაში ევსეი უშვერიძემ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სტანისლავ პატეკის მადლობის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევსეი უშვერიძე სიცოცხლის ფასად იცავდა პოლონეთის მოქალაქეებს ბოლშევიკური ტერორისგან.

1920

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით გამართულ დამფუძნებელი კრების საზიმო სხდომას მიმართა მთავრობის თავმჯდომარემ და განაცხადა: „დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინის რადიოტელეგრამას აქვეყნებდა, რომელშიც ის საქართველოს ანტონ ივანეს ძე დენიკინის წინააღმდეგ გალაშქრებას სთხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

აკაკი ჩხენკელმა სახელმწიფო თეატრში გააკეთა მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობის de facto აღიარებასთან დაკავშირებით და განაცხადა რომ „საქართველო აღსდგა მკვდრეთით“.

1920

ტიპი: ავტორობა

ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, უორდროპის გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც ის წერს: „თქვენო აღმატებულებავ! მაქვს პატივი გაუწყოთ, ლორდმა კერზონმა მთხოვა თქვენ გაგიცხადოთ, რომ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადება მიეცა ეცნოთ de facto საქართველოსა და ადერბაიჯანის რესპუბლიკები. ეს წინადადება მიღებულ იქნა უკამათოდ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა თანხმობით“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბავშვთა დამცველ საზოგადოებას დროებით და უფასოდ დაუთმეს ყოფილი საბაღოსნო სკოლის ორი შენობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ აკაკი ჩხენკელთან საუბარი გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოსთან ევროპის დამოკიდებულების საკითხს მიმოიხილავდა და აღნიშნავდა, რომ ევროპული სახელმწიფოები ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი სახელმწიფოების სასიცოცხლო მომავალში სულ უფრო რწმუნდებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნოე რამიშვილმა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დელეგატების ყრილობაზე ტექნიკური ძალების არქონის პრობლემაზე ისაუბრა, რაც აფერხებდა არა მარტო პროფესიულ განათლებას, არამედ სახელმწიფო შემოქმედებასაც. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაკლი ახლო მომავალში გამოსწორდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა იოსებ ანტონის ძე ლომოურმა სამაზრო ერობებს საავადმყოფოების მოთხოვნილების შესაბამისად შეკითხვები დაუგზავნა და მიუთითა, რომ ევროპის მაგალითის თანახმად, ერობებმა ყოველ 15000 მცხოვრებზე 15 საწოლიანი საავადმყოფოების დაარსებისთვის უნდა იზრუნონ. გარდა ამისა, სამაზრო ცენტრში უნდა იყოს 30 საწოლიანი საავადმყოფო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკების გამო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს თბილისში ჩამოსვლის თხოვნის დეპეშა გაუგზავნა საერთო კონფერენციის მოწვევამდე შექმნილი მდგომარეობის გამო სათათბიროდ. გეგეჭკორმა მსგავსი შინაარსის დეპეშა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფათალი ხან ხოისკისაც გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქუთაისის სანიტარული ექიმის, ვალერიან ლორთქიფანიძის გადმოცემით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში შავმა სახადმა („სიპნოი ტიფმა“) ქალაქში საშინელი სახე მიიღო. დღეში დაავადების 10-12-მდე შემთხვევა აღინიშნებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, სრულიად საქართველოს პატრიარქმა ლეონიდემ სამხედრო ტაძარში ქართველ-სომეხთა ომში დაღუპული მამულიშვილების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 დეკემბერს გორში, ადგილობრივ კლუბში სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრმა ქრისტეფორე რაჭველიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ევროპა და საქართველო“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 27 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, გამოვიდა პროფესორ ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძის მიერ შედგენილი ჰიდრავლიკის პირველი დაწყებითი პრაქტიკული სახელმძღვანელო. წიგნი პოპულარულ ენაზე იყო შედგენილი და 25 მანეთი ღირდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რაიშვილმა ყველა სამაზრო ერობას დაუგზავნა ცირკულარი, რათა გაეცათ განკარგულება, რომ სამაზრო ადმინისტრაციას ჯარში გასაწვევი ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ გასასვლელი მოწმობები არ მიეცათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, კომპოზიტორმა რევაზ გოგნიაშვილმა ეროვნული მუსიკით დამუშავებული ოპერა „ჯადოსანი“ დაამთავრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბორჩალოს მაზრის მილიციის უფროსს ნეიტრალური ზონიდან ხორბლის გატანის საწინააღმდეგოდ სასტიკი ზომების მიღება უბრძანა.