საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, სადაც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, რომელშიც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. მეფე გიორგის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის სტატია ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 27 ნოემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ აკადემიკოს ვლადიმერ ივანეს ძე მოშკოვს გამოუცია რუსეთ-სპარსეთის ომისადმი მიძღვნილი სურათების ალბომი, რომელიც კავკასიის მხარის მრავალ მაცხოვრებელს გამოუწერია.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების თანახმად, იმ ნომრიდან მოყოლებული გაზეთის ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში დაიბეჭდებოდა გაზეთის ნომრები, რომლებიც ფოსტით გაიგზავნა სხვადასხვა ქალაქში და მათი გაგზავნის დრო, ასევე ცნობები რუსეთიდან გამოგზავნილი პერიოდული გამოცემების შესახებ.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადებაში გამომცემელი თხოვდა გაზეთის დამატების ხელისმომწერებს, უმალ მიემართათ საგამომცემლო კომიტეტისათვის დამატების დროულად ვერმიღების შემთხვევაში.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 30 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისა და მისი თანამშრომლების სამადლობელო წერილი ი. შოსტენკოსადმი. შოსტენკოს მიუნიშნებია უზუსტობაზე, რომელიც გაზეთის ერთ-ერთ ადრეულ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში იყო დაშვებული. კერძოდ, სტატიაში რედუტ-კალე (დღევანდელი ყულევი) მოხსენიებული იყო იმერეთის ნავსადგურად. სინამდვილეში რედუტ-კალე სამეგრელოში მდებარეობდა.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. მასში ნათქვამია, რომ ექსტრა ფოსტის შეფერხებებით მუშაობისა და „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ გამოსვლის თარიღებს შორის დიდი შუალედების გამო გამომცემლებს გადაუწყვეტიათ, გამოეცათ დამატება, რომელშიც დაიბეჭდებოდა ბრძანებები, განკარგულებები და ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობები.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი რესკრიპტი, რომელიც ეხებოდა კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის აღმოსაფხვრელად მისაღებ ზომებს.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა განცხადება ქართული ენის გრამატიკის წიგნის გამოცემის შესახებ. განცხადების თანახმად, თბილისის გიმნაზიის მასწავლებელ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილის (დადაევ-მაღარსკის) მიერ შედგენილი წიგნის ბოლოს დაიბეჭდებოდა გვარ-სახელები პირებისა, ვინც წიგნი გამოიწერა.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ქართული ენის გრამატიკის წიგნის ავტორი იყო სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა განცხადება ქართული ენის გრამატიკის წიგნის გამოცემის შესახებ. განცხადების თანახმად, თბილისის გიმნაზიის მასწავლებელ დადაევ-მაღარსკის მიერ შედგენილი ამ წიგნის სამივე ნაწილი ეღირებოდა ორი რუბლი ვერცხლით.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კავკასიის ოლქის უფროსს გაუგზავნა სამედიცინო საბჭოს რეკომენდაციები, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ ქოლერისგან თავის დასაცავად და დაავადებულთა მკურნალობის დროს.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. მინისტრის რჩევით უნდა შექმნილიყო ცენტრალური კომისია, რომლის ხელმძღვანელიც იქნებოდა გენერალი ან სენატორი. კომისიის ხელმძღვანელი უნდა დაკავშირებოდა საქართველოს მთავარმართებელ ივანე პასკევიჩს, ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ სუხტელენსა და სენატორ ლავროვს. მათ ერთობლივი ძალით უნდა აღმოეფხვრათ ქოლერა.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტომდე ქოლერის ეპიდემიამ 238 ადამიანი იმსხვერპლა თბილისში.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, ელიზავეტპოლის ოლქიდან ეპიდემია მტკვრის დინების მიმართულებით გავრცელებულა და 1830 წლის 27 ივლისს თბილისის მიდამოებამდე მოუღწევია.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წელს ქოლერა რუსეთის იმპერიაში შემოსულა სპარსული ქალაქებიდან: რეთა, ზინზილახი და თავრიზი.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 27 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ი. შოსტენკოს კრიტიკა, რომელიც ეხებოდა იმავე გაზეთის მესამოცე ნომერში დაბეჭდილ სტატიას „შეცდომები კავკასიის მხარის გეოგრაფიულ აღწერილობაში“. შოსტენკოს თქმით, სტატიაში რედუტ-კალეს ნავსადგური მოხსენიებული იყო იმერეთში, თუმც იმერეთის არც ერთი ნაწილი ზღვაზე არ გადიოდა და არც ნავსადგური რედუტ-კალე არსებობდა იქ, არამედ – სამეგრელოში.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 27 სექტმბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი განკარგულება სამთავრობო სენატისადმი, რომელიც ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის კავკასიის რეგიონში გამგზავრებას, იქ გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის 1830 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული ანგარიშის ასლი. ანგარიში ეხებოდა იმ ზომებს, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად.

1829

ტიპი: ავტორობა

1829 წლის ივნისში პარიზში ჟურნალ „მხედრის“ №1-ში კლარა მესხის წერილი გამოქვეყნდა.

1820

ტიპი: ავტორობა

1820 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქართულად გალექსა ვოლტერის ტრაგედიები – „ზიარა“ და „ალზირი“.

1810

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის სტატია „კონსპექტი ქართული თეატრის ისტორიისა“.

1810

ტიპი: ავტორობა

1810 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ რასინის პიესა „ცინა“ თარგმნა ქართულად.

1801

ტიპი: ავტორობა

1801 წლის 12 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი საქართველოს უმაღლესი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ.