საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 31 ივლისს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ სანკტ-პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოსაცემად მზადდებოდა დანიელ ჭონქაძის თხზულება „სურამის ციხე“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ვასილ გამრეკელის წერილში „რამდენიმე სიტყვა გარდაცვალებულს დეკანოზ მიხეილ გურგენიძეზე“ საუბარია, რამდენად დიდი დანაკლისია დეკანოზის გარდაცვალება მოსკოვში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისათვის.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კორესპონდენციაში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ქართველი გლეხობის მდგომარეობაზე გაკრიტიკებულია ქართული ბანკების პოლიტიკა საადგილმამულო სესხებთან დაკავშირებით.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 10 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს მიმართვა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გევორქ მეოთხისადმი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ ლაზარე მესხის-შვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგი მესხის კორესპონდენცია ქუთაისიდან, რომელშიც მიმდინარე ამბებთან ერთად მოთხრობილია ტრაგიკომიკური ისტორია კაცისა, რომელიც გაქცეული ცოლის დაბრუნებას სასამართლოს ძალით ითხოვდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილის, დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მიერ რუსეთის იმპერატორისთვის გაგზავნილი ტელეგრამის ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ზუგდიდის მაზრაში ძალაში შევიდა კანონი საბატონო გლეხების გათავისუფლების შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი, რომელშიც ჩამოთვლილია ბატონყმობის გაუქმების კანონით გათვალისწინებული ახალი წესები.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 26 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის წერილი, რომელშიც მიმოხილულია გორის მაზრის, კერძოდ სოფელ ხიდისთავის, სიახლეები.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გიორგი წერეთლის წერილისა „ერთი თვალის გადავლება“ იმერეთში მოგზაურობის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება გიორგი წერეთლის ნარკვევისა „რუსეთისკენ მგზავრობა. ვოლგა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მოთხრობა „ზალაყინ მეფანტურე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხითაროვის ლექსი „ღამურა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ლაზ-მეხიშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგი მესხის „ფელეტონი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „კინტოური სიმღერა“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 20 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დავით ერისთავის წერილში „სიტყუა საყოველთაოდ საუწყებელი წიგნთა ქართულთა ბეჭდვისა გამო“ კრიტიკულადაა შეფასებული პლატონ იოსელიანის ისტორიული ნაშრომებს.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 8 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „კიდევ მნათობს“, რომლითაც ავტორი პასუხობდა მოსე ქიქოძის მიერ ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დარია მამაცაშვილის სტატია „წიგნი ეკ. თარხან-მოურავისადმი“, რომლითაც ის მადლობას უხდის ადრესატს, ეკატერინე გაბაშვილს ამავე გაზეთში გამოქვეყნებული წერილისთვის „გლეხ-კაცების აზრი სასოფლო შკოლებზედ“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ თარხან-მოურავის წერილი სასწავლებლებში „შრომის დაყოფილობის“, ანუ დარგობრივი სწავლების აუცილებლობის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 17 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის წერილი „შორაპნიდან“ იმერეთის მხარის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებზე, რომლებიც გლეხების სიდუხჭირითა და სასოფლო ექიმების სიმცირით იყო გამოწვეული.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 22 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გრიგოლ თარხან-მოურავის წერილისა „საჭიროა ჩვენთვის ურთიერთის შემწეობა, თუ არა“ ეკონომიკური საკითხების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „ელეგია“.

1869

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 17 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდე ხითაროვის თარგმნილი ვიქტორ ჰიუგოს ლექსი „ნუ შეურაცხჰყოფთ, ნუ გზიზღავთ“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ გიორგი წერეთლის წერილში „პეტერბურგიდგან ნიჟნამდის“ საუბარია რუსეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის „კორრესპონდენცია სოფ. მუხრანიდან“ მუხრანსა და დუშეთის მაზრის სხვა სოფლებში ხორბლის კარგი მოსავლიანობის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოსაცემად მზადდებოდა რაფიელ ისარლიშვილის მიერ შედგენილი 1970 წლის „სინოპტიკური კალენდარი“.